x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კოლუმბიაში სამხედროებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს წყალქვეშა ნავი , რომელცაც 400 კგ ნარკოტიკის გადატანა შეეძლო

image კოლუმბიელმა სამხედროებმა ერთ მიყრუებული ყურეში შენიღბულ სამალავში იპოვეს ნარკომაფიის კუთვნილი ნარკოტიკების გადასატანად განკუთვნილი წყალქვეშა ნავი, რომელიც ელექტრო ძრავებზე მუშაობდა და ერთ ჯერზე ეკიპაჟთან ერთად შეეძლო უპრობლემოდ გადაეტანა 400 კგ ნარკოტიკი.
წყალქვეშა ნავის ღირებულება შეფასდა 1, 5 მილიონ ამერიკულ დოლარად.
სამხედროებმა მასიური ანტინარკოტიკული ოპერაციის მსვლელობისას მდინარის მიყრუებულ სანაპიროსთან შენიღბული წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს.
სამხედრო ოპერაცია ჩოკოს დეპარტამენტში მიმდინარეობდა, პანამის საზღვართან ახლოს.
წყალქვეშა ნავის სიგრძე 9 მეტრია, ხოლო სიგანე კი 4, 5 მეტრი.
წყალქვეშა ნავი როგორც გაირკვა გამოიყენებოდა ნარკოტიკების გადასაზიდად უხმაუროდ, კოლუმბიის სანაპირო დაცვის კატარღებისათვის თავის ასარიდებლად და კოკაინის ცენტრალურ ამერიკაში გადასატანად.
ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რომელმა გემთმშენებელმა ქარხანამ აუგო ნარკომაფიის მესვეურებს წყალქვეშა ნავი, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ წყალქვეშა გემის პროექტირება და დამზადება გრძელდებოდა 5 თვე. გემი დამზადებულია მეტალის ფურცლებისაგან.
წყალქვეშა ნავი გადაადგილდებოდა ელექტროძრავებით, რომელთა გამართულ მუშაობას მაღალი ხარისხის და ამპერაჟის 100 აკუმულატორის ბატარეა ემსახურებოდა. ცურვისას მინიმალური ხმაურის გამო მისი აღმოჩენა ძალზე რთული იქნებოდა, თუმცა იღბლის წყალობით სპეცოპერაციის ზონაში მოხვედრილი წყალქვეშა გემი კოლუმბიელი სამხედროების ნადავლად იქცა.
წყალქვეშა ნავზე დამონტაჟებული აღმოჩნდა მაღალი გარჩევადობის კამერა, რომელიც ეკიპაჟს ეხმარებოდა კურსს არ ასცდენოდა და წყლისქვეშა ბარიერებს მშვიდად და წყნარად გარიდებოდა.
კოლუმბიის ხელისუფლების ვარაუდით წყალქვეშა ნავის მფლობელი გახლავთ "ამბოხებული, კოლუმბიის ეროვნული განთავისუფლების არმია", ცნობილია, რომ ახლა ეს ორგანიზაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს ხელისუფლებასთან სამშვიდობო შეთანხმებების მისაღწევად.
imageimageimage
image



0
158
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0