x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134337
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ხაშურში საქართველოს კონსტიტუციის დღე აღინიშნა

კონსტიტუციის დღე ხაშურში

24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუციის დღე აღინიშნება. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კონსტიტუცია 1995 წელს მიიღო. საზოგადოების ინფორმირებისა და კონსტიტუციისადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ა/ო “ინიციატივამ" და ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა ბაზალეთის სასწავლო ცენტრში საზაფხულო სკოლა მოაწყეს. მონაწილეთა შორის ხაშურელი ახალგაზრდებიც იყვნენ, რომლებმაც ხაშურში კამპანია “მოხეტიალე კონსტიტუცია" წარმართეს და კონსტიტუციის დღე აღნიშნეს. მათ 20-21-22-23 აგვისტოს ქ. ხაშურისა და დაბა სურამის ქუჩებში მოსახლეობას სახელმწიფოს უმაღლესი კანონიდან ცალკეული მუხლები გააცნეს, ხოლო დასკვინითი ღონისძიება, რომელსაც დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ ხაშურის ამერიკის კუთხეში გაიმართა.


გიორგი ჩუბინიძე

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0