x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ შევიცნობთ საკუთარ თავს?

image


საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციას ბევრი წყაროდან ვიღებთ. ზოგიერთი მათგანი სპონტანურია, რომელიც რეალურად არსებული წყაროს გაცნობიერების გარეშეც შესაძლებელია ზუსტი იყოს. საკუთარი თავის შესახებ რწმენებისა და ცოდნის წყარო, ძირითადად, ადამიანის სპეციფიკური გამოცდილებაა.


სოციალიზაცია

საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის ნაწილს სოციალიზაციის პროცესში ვიღებთ. ბავშვობაში ჩვენ განსაკუთრებულად გვეპყრობიან მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები; ჩვენ ვმონაწილეობთ რელიგიურ, ეთნიკურ თუ კულტურულ აქტივობებში, რაც მოგვიანებით "მე"-ს მნიშვნელოვან ასპექტებად იქცევა. ადრეულ ასაკში ებრაელი ბიჭისთვის სინაგოგაში სიარული, შემდგომში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის იდენტობას. ბავშვმა, რომელიც თავის მშობლებს ყოველ შაბათ-კვირას დაჰყავთ ხელოვნების ნიმუშების გამოფენაზე და კონცერტზე, შეიძლება იფიქროს, რომ ის კულტურული ადამიანია. სოციალიზაცია ჩვენი ადრეული გამოცდილების ბირთვს აყალიბებს; თუ გამოცდილება რეგულარულია, ის შეიძლება გაშინაგნდეს და მე-კონცეფციის მნიშვნელოვანი ასპექტი გახდეს.



არეკლილი შეფასება

საკუთარი თავის შესახებ სხვა ადამიანების რეაქციებიდანაც ვიგებთ. კულიმ შემოიტანა სარკული მე-ს ცნება, რომლის მიხედვითაც ადამიანი საკუთარ თავს ისე აღიქვამს, როგორც სხვები აღიქვამენ და პასუხობენ მას. ჩვენს მიმართ სხვების რეაქციების აღქმას არეკლილი შეფასება ეწოდება.


ბოლდვინის, კარელისა და ლოპესის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს კათოლიკე სტუდენტებმა. მათ უნდა შეექმნათ რომის პაპის ან ვინმე უცნობის მოღუშული სახის სურათი. მოგვიანებით მათ თხოვეს, რომ დაეხასიათებინათ საკუთარი თავი. პრაქტიკოსმა კათოლეკეებმა, რომლებმაც შექმნეს მოღუშული პაპის სურათები, უფრო უხეშად დაახასიათეს საკუთარი თავი, ვიდრე არაპრაქტიკოსმა კათოლიკეებმა, რომლებმაც უცნობი ადამიანების მოღუშული სახეები შექმნეს. ცხადია, რომ პაპის სახის შექმნა საკმარისი იყო იმისათვის, რომ სტუდენტებს შერყეოდათ წარმოდგენა საკუთარ თავზე.


სხვათა უკუკავშირი

სხვა ადამიანებს ზოგჯერ გამოკვეთილი უკუკავშირი აქვთ ჩვენ მახასიათებლებზე. როდესაც მშობლები გვეუბნებიან, რომ არ ვიყოთ ასეთი მორცხვები, ან კარგად ვუკრავთ პიანინოზე, ან რომ მათემატიკა არ არის ჩვენი საქმე და ა.შ. - არის სოციალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ მჭიდრო კავშირია შვილების უნარების შესახებ მშობლების შეფასებასა და თავად შვილების მიერ იგივე უნარების შეფასებას შორის.

ადრეული ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანატოლების უკუკავშირს. როდესაც კაპიტნები ქმნიდნენ სპორტსმენთა გუნდებს, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ჩვენს პოპუ

ლარობაზე მიუთითებდა ის, თუ რამდენად სწრაფად ხდებო

და ჩვენი შერჩევა. გარდა ამისა, მოზარდობაში პირდაპირი უკუკავშირის სხვა წყაროებიც არსებობს: თუ რამდენად ბევრს აქვს თქვენთან პაემანზე მოსვლის სურვილი და ა.შ. სტუდენტები საკუთარი უნარების შესახებ პირდაპირ უკუკავშირს მასწავლებლებისგან იღებენ, რაც მათ კომენტარებსა და შეფასებებში გამოიხატება.

კვლევების მიხედვით, ადამიანს საკუთარ მახასიათებლებთან დაკავშირებით ობიექტური უკუკავშირი ურჩევნია (როგორიც არის ტესტის ქულები). ობიექტური უკუკავშირი ნაკლებდად ტენდეციურია და უფრო სამართლიანია, ვიდრე საკუთარი წარმოდგენები. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სხვათა შეხედულებებიც მნიშვნელოვანია, განასაკუთრებით როდესაც ამ შეხედულებას ბევრი იზიარებს. ასეთ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ ისინი მართლები არიან.


თვითაღქმა

ადამიანები საკუთარ ქცევაზე დაკვირვების საფუძველზე დაასკვნიან, რომ ისინი გარკვეულ აქტივობებს სხვებზე უკეთ ასრულებენ; ან რომელიმე კონკრეტული საკვები და კონკრეტული ადამიანები მოსწონთ. სწორედ ამ დაკვირვების შედეგად ვიძენთ ცოდნას საკუთარი თავის შესახებ.

დარილ ბემის თვითაღქმის თეორიის მიხედვით, საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის ეს წყარო შეიძლება არ იყოს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მაგალითად, არ არის საჭირო დააკვირდეთ საკუთარ თავს იმისათვის, რომ ანჩოუსი მოაცალოთ პიცას, რადგან ის არ გიყვართ; ანდა იმისათვის, რომ დედის დღეზე დედისათვის ყვავილები შეუკვეთოთ. "მე-ს" ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი მჭიდროდ არის დაკავშირებული შეხედულებებთან, ატიტუდებთან და ემოციურ ასპექტებთან. შეიძლება ითქვას, რომ თვითაღქმა, როგორც საკუთარი თავის შესახებ ცოდნის წყარო, ვრცელდება "მე-ს"უფრო შემთხვევით ასპექტებზე, ვიდრე მნიშვნელოვანზე.


შედარებითი თვითშეფასება

ზოგჯერ, როდესაც გვინდა საკუთარი თავი რაიმე განსაკუთრებული ნიშნებისა თუ მახასიათებლის მიხედვით შევაფასოთ, ინფორმაცია ყოველთვის ადვილი ხელმისაწვდომი არ არის. მაგალითად, ხართ დახვეწილი მოცეკვავე, მაგრამ ტესტის საშუალებით ამას ვერ დაადგენთ. შესაბამისი ტესტი და ექსპერტი არ არსებობს. შეგიძლიათ სხვას კითხოთ, თუ როგორ აფასებს თქვენს ცეკვას, მაგრამ გერიდებათ. ამიტომ ხშირად საკუთარი უნარების შესაფასებლად, სხვას ადარებთ თავს. ეს არის სოციალური შედარების პროცესი, რომელიც ამ თავში უფრო დეტალურად იქნება განხილული.

ძალიან ხშირად არსებულ სიტუაციას წარსულის გავლენით ვაფასებთ. მაგალითად, ჩვენ მეხსიერებაზე დაყრდნობით ვაფასებთ საკუთარ თავს: თუ რა პროგრესი განვიცადეთ გარკვეული უნარების თვალსაზრისით; გავხდით თუ არა უფრო ტოლერანტული ასაკის მატებასთან ერთად? ვთამაშობთ თუ არ უკეთ ჩოგბურთს, ვიდრე ერთი წლის წინ? ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა როგორ შეიცვალა გარკვეული დროს განმავლობაში, საკუთარი თავის შესახებ ცოდნის ერთ-ერთი წყაროა. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება თქვას: "ადრე ეს ცუდად გამომდოდა", "მე დიდი პროგრესი განვიცადე". ეს მაგალითები მიუთითებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შედარებას განსკუთრებით "მე"-ს გაძლიერების მიზნით ვაკეთებთ. ამ ტიპის შედარება ადამიანს ეხმარება გაუმკლავდეს ცხოვრების უარყოფით და უსიამოვნო გამოცდილებას.

1
127
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლეჟავა
ნინო ლეჟავა
127
  
2017, 23 აგვისტო, 10:19
ნინო, ავტორთა ჯგუფში თუ არ ხართ ფბ-ზე დაემატეთ
0 1 1