x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
პროფესიული გადაწვა
image



პროფესიული გადაწვა -ესაა რეაქცია ქრონიკულ სტრესზე, რომელიც ხასიათდება საქმიანობის დაქვეითებული დონით, ფიზიკური ან/და ემოციური გამოფიტვით და მომუშავის ტენდენციით, არ განიხილოს ადამიანები, როგორც პიროვნებები, საკუთარი თავის ჩათვლით.ორგანიზაციისთის ეს გამოიხატება იმაში, რომ ასეთი მომუშავეები ავლენენ კლიენტების მიმართ დაბალი ხარისხის მომსახურებას, საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებას, იზრდება კადრების დენადობა.სხვა სიგნალები შესაძლოა იყოს:სამსახურით უკმაყოფილება, ცინიზმი სამსახურეობრივი როლის მიმართ, უნდობლობა მენეჯმენტის, კოლეგებისა და ხელმძღვანელების მიმართ, დაბალი მიღწევები, სამუშაოსადმი მოტივაციის დაკარკვა, სამსახურში წაუსვლელობის სურვილი და სხვა.ინდივიდულაური შედეგები კი აისახება ოჯახური ცხოვრების გაუარესებაზე, კოლეგებთან ურთიერთობის გაუარესებაზე და ჯანმრთელობაზე.

არსებობს მოსაზრება რომ "პროფესიული გადაწვა" არაა პრინციპულად ახალი მოვლენა, მაგრამ ამ მოდურმა ტერმინამა შეძლო, მიექცია ყურადღება იმ ადამიანების მდგომარეობის მიმართ, ვისაც ეს სინდრომი ახასიათებს.

თანამედროვე მოსაცემებით გადაწვის სინდორმი შეიცავს 3 ასპექტს:ემოციური გამოფიტვა, დეპერსონალიზაცია და პროფესიული მიღწევების რედუქცია.


ემოციურ გამოფიტვაში იგულისხმება ემოციური სიცარიელისა და დაღლილობის გრძნობა, რომელიც გამოწვეულია სამუშაოთი.პიროვნება გრძნობს რომ პირადი ემოციური რესურსი ამოწურა და სტრესორებიასადმი ძლიერ მოწყვლადია, უჩნდება დაღლილობის შეგრძნება.

დეპერსონალიცაზია გულისხმობს ცინიკურ დამოკიდებულებას შრომისა და შრომის ობიექტების მიმართ.პიროვნება საკუთარი თავის სხვებისგან დისტანცირებას ახდენს და სხვას არ განიხილავს როგორც პიროვნებას.მაგალითდ სოციალურ სფეროში დეპერსონალიცზაცია გამოიხატება უგრძნობი, არაჰუმანური დამოკიდებულებით კლიენტების მიმართ, რომლებიც სამკურნალოდ, საკონსულტაციოდ, სასწავლად ან რაიმე მომსახურების მისაღებად მოდიან.მათი სიძნელეები და პრობლემები მნიშვნელოვნად არ აღიქმება.

პიროვნული მიღწევების რედუქცია-ესაა მომუშავის მიერ თავის პროფესიულ სფეროში წარუმატებლობის, არაკომპეტენტურობის განცდა.პიროვნება საკუთრ სამუშაოს სხვებთან შედარებით დაბალ შეფასებას ძლევს.

მრავალი კვლევა, რომელიც პროფესიულ გადაწვას შეეხება, მიმართულია რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებაზე.მაგალითად, ამ კვლევებით დადასტურებულია რომ ქალები მეტად ექვემდებარებიან პროფესიულ გადაწვას, ვიდრე მამაკაცები, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათთვის სამუშაო გარემო შედარებით ახალია.ეს შესამჩნევი განსხვავება ორი ფაქტორით აიხსნება: 1.მომუშავე ქაალებზე მეტი სტრესორი ზემოქმედებს, განსაკუთრებით კი იმათზე, ვისაც აქვს კონფლიქტი ოჯახსა და სამსახურს შორის, ან შეიძლება სტრესი დაკავშირებული იყოს მამაკაცთა კოლექტივში მუშაობასთან; 2.ქალებს არ აქვთ სოციალური მხარდაჭერა ბევრ სამუშაო სიტუაციაში(მაგალითად, მაღალ თანამდებობაზე მუშაობისას).

ბოლოს უნდა აღინიშნოს რომ მრავალ ორგანიზაციაში მომსახურების სფეროში ქალები არიან დაკავებული და როგორც ჩანს, ამ პროფესიათა წარმომადგენლები ყველაზე მეტად ექვედმებარებიან პროფესიულ გადაწვას.ამ ჯგუფში შედიან მასწავლებლები, სოციალური მუშაკები, აღმზრდელები, მედდები, პოლიციელები.

ისეთ შემთხვევებში, როცა ამ და სხვა პროფესიის წარმომადგენლები ვერ უმკლავდებიან სტრესორებს, ყველაზე ეფექტურური გამოსავალი იქნებოდა, დატოვონ პროფესია, მაგრამ არსებოობს ფსიქოლოგთა რეკომენდაცია, რომ ადამიანებმა, რომლებიც მუდმივი სტრესის პირობებში მუშაობენ უნდა მაიკითხონ პროფესიუონალ კონსულტანტებს, ისაუბრონ ამაზე, განიტვირთონ და არ დაიგროვონ ფრუსტრაცია.აუცილებლად გამოიყენონ შვებულება, დაისვენონ დღესასწაულებზე და ამ დროს დაკავდნენ სრულიად განსხვავებული საქმით.

0
107
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0