საზოგადოებრივი საინტერესო ფსიქოლოგიური სინდრომები 2017, 18 აგვისტო, 13:28 ადამიანებს ხშირად ემართებათ უცნაურობანი. ეს ფიზიკური თუ
ფსიქოლოგიური მოვლენების უმეტესობა ამჟამად უკვე შესწავლილია
და საკუთარი დასახელებები გააჩნია. ამგვარი მოვლენები უცხო არ
ყოფილა ცნობილი მწერლებისთვის, ხელოვანებისთვის და სწავლულე-ბისთვის, რომელთაც დაიმახსოვრეს და აღწერეს თავისი გამოცდილება.
გავეცნოთ რამდენიმე მათგანს. სტენდალის სინდრომი-ამ სინდრომს ახასიათებს თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, გულის წასვლა, ხანდახან ჰალუცინაციებიც კი, როდესაც ადამიანი იმყოფება ხელოვნების ნიმუშების, ან განსაკუთრე- ბული სილამაზის გარემოცვაში. სინდრომს სახელი ეწოდა ცნობილი ფრანგი მწერლის საპატივსაცემოდ, რომელმაც ფლორენციაში ყოფნისას მიღებული ამგვარი გამოცდილება დაწვრილებით მოგვითხრო საკუთარ წიგნში. პარიზის სინდრომი-თეორიულად, შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა ყველაზე ხშირად აღნიშნული ტერმინი უკავშირდებათ იაპონელებს. პირველად სინდრომი აღწერეს 2004 წელს. იგი ეხება სასტიკ იმედგაცრუებას, რომელიც განიცადეს იაპო- ნელმა ტურისტებმა პარიზის სტუმრობისას. პარიზის იდეალიზირე-ბული სახე, რომელსაც ქმნიდნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებე- ბი, კულტურულ შოკს იწვევდა ტურისტებში, რომელთაც ხვდებოდათ ჭუჭყიანი ქუჩები და საკმაოდ უხეში, მოუთმენელი მოქალაქეები. ამ მიზეზით ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით ოც იაპონელს აღე- ნიშნებოდათ მწვავე ბოდვითი მდგომარეობა, დერეალიზაცია, დეპერ- სონალიზაცია, შფოთვა და სხვა ფსიქიკური აშლილობები. ამ სინდრო- მის მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა ინდივიდის სამშობლოში დაბრუნება. ადელის სინდრომი-ასე უწოდებენ ყოვლისმომცველ, ხან- გრძლივ სიყვარულით შეპყრობილებას, ავადმყოფურ ვნებას, რომელიც უპასუხოდ რჩება. სინდრომს სახელი მიანიჭეს ჰიუგოს ქალიშვილის, ადელის საპატივსაცემოდ. ადელმა გაიცნო ინგლისელი ოფიცერი, ალ- ბერტ პინსონი და გადაწყვიტა, რომ ის იყო მისი საოცნებო მამაკაცი. სამწუხაროდ მისი სიყვარული უპასუხოდ დატოვეს, მაგრამ ამის მიუ-ხედავად, ადელმა დატოვა სახლი, მოგზაურობდა იმ ქალაქებსა და ქვეყნებში, სადაც გადაჰყავდათ ოფიცერი და თავს თვლიდა მის მეუღ- ლედ. საფრანგეთში იგი განათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც გაატარა ცხოვრება უკანასკნელ დღემდე. იერუსალიმის სინდრომი- თავს იჩენს მხოლოდ იერუსალიმში. ტურისტი, რომელიც რელიგიური მიზნებით ჩამოდის ქალაქში, უეც- რად გადაწყვეტს, რომ ფლობს ღვთიურ და წინასწარმეტყველურ ძა- ლებს და მისი მისიაა, გადაარჩინოს სამყარო. ამ სინდრომს აუცილებ- ლად ახასიათებს მეტყველებისა და მოძრაობების გადაჭარბებული თეატრალურობა. დორიან გრეის სინდრომი- ამ სინდრომით იტანჯებიან ის ადა- მიანები, რომელნიც მთელ ძალისხმევას ხარჯავენ გარეგნული ახალ- გაზრდობის შესანარჩუნებლად. ამ დროს ისინი იყენებენ ახალგაზ- რდულ ატრიბუტებსა და ტანსაცმელს, თუმცა უარეს შემთხვევებში მი- მართავენ პლასტიკურ ქირურგიასა და კოსმეტიკურ საშუალებებს. აღ- ნიშნულ აშლილობას შეუძლია განავითაროს დეპრესია, ზოგ შემთხვე- ვაში კი ადამიანი მიჰყავს თვითმკვლელობამდე. მანიაკალური სინდრომი- აღნიშნავს მდგომარეობას, რომე- ლიც ხასიათდება მაღლებული განწყობით, ფსიქიკური და ფიზიკური აგზნებით. ამ სინდრომის მქონე ადამიანებს ახასიათებთ ცოცხალი მი- მიკა, ჩქარი ემოციური მეტყველება და ენერგიული მოძრაობა, რაც გარშემომყოფთ აფიქრებინებთ, რომ საქმე აქვთ აქტიურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ ადამიანთან. თუმცა დროთა განმავლობაში ამგვარი მდგომარეობიდან გადადიან დეპრესიაში, ან უძლიერდებათ სიმპტომე- ბი, რაც აშლილობას ხდის შესამჩნევს. 460 შეფასება არ არის
|