x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამ ფოტოსურათების უკან შემზარავი ისტორიები იმალება, რომელთა მოსმენისას თმები ყალყზე დაგიდგებათ (+16)

ერთი შეხედვით ამ ფოტოებზე უცნაური არაფერია, თუმცა ისტორიები, რომლებიც მათ უკან იმალება, მსუბუქად რომ ვთქვათ, შემზარავია: მანიაკი ექიმი, მკვლელი ქმარი, რაკეტაში გამომწვარი კოსმონავტი, ჯურღმულში ჩაკეტილი მზეთუნახავი - ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირები არიან.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი ფოტოსურათი, რომელთა უკან შემზარავი, შოკისმომგვრელი ისტორიები იმალება.


1. " ამოკით შეპყრობილი"



image


ამ ფოტოზე მარცხნივ თქვენ ხედავთ საკმაოდ მიმზიდველ გოგონას, რომლის სახელიც იყო ელენა დე ოიოსი. ოდნავ მოგვიანებით გადაღებულ მეორე ფოტოზეც ელენაა აღბეჭდილი, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ის საკმაოდ უცნაურად და არაბუნებრივად გამოიყურება. მაინც რა მოხდა, რამ შეცვალა ასე ლამაზი გოგონა?- პასუხი ამ კითხვაზე გაცილებით უფრო შემზარავია, ვიდრე იმ საშინელებათა ფილმების სიუჟეტები, რომელთაც ღამ-ღამობით უყურებთ ხოლმე.

კუბელმა ელენა დე ოიოსმა ტუბერკულოზი 21 წლის ასაკში აიკიდა და დასახმარებლად ექიმ ტანცლერს მიმართა. ექიმს შეებრალა ლამაზი გოგონა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ავადმყოფობას უკან დაეხია, თუმცა ამაოდ-ელენა მალე გარდაიცვალა. მედალს მეორე მხარეც ჰქონდა: ტანცლერს თავდავიწყებით შეუყვარდა ქალი, თუმცა ელენამ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. ტანცლერმა ძალიან განიცადა ელენას სიკვდილი, მან დაკრძალვის მთელი ხარჯები დაფარა და მავზოლეულიც კი აუგო საყვარელ ქალს. სასოწარკეთილი ექიმი მთელ დღეებს ელენას საფლავთან ატარებდა და ერთხელაც მას თავში გაუელვა, რომ ასეთი სილამაზის გამეტება გასახრწნელად საცოდაობა იყო. მან ამოთხარა საფლავი, ამოიღო გვამი და სახლში წაიღო. მიცვალებული საიდუმლო ოთახში მოათავსა და დაიწყო მისი გამუდმებული მოვლა: როცა სხეულის რომელიმე ნაწილი გახრწნას დაიწყებდა, ექიმი მას სპეციალური სითხით ამუშავებდა, ძვლებს ერთმანეთზე ამაგრებდა, სახის კანს ცვილის ნიღბით ცვლიდა, ცუდი სუნის მოსაშორებლად გვამს სუნამოს აპკურებდა...მოგვიანებით პოლიციელებმა ქალის ვაგინაში ცვილის მილი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ტანცლერი მას იყენებდა ნეკროფილური სქესობრივი აქტებისათვის. ექიმი მხოლოდ 7 წლის გამოააშკარავეს და დაიჭირეს, თუმცა სასამართლომ ის გაამართლა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ტანცლერი გარდაიცვალა, ის საკუთარ ლოგინში ელენას ცვილის ფიგურასთან ერთად ჩახუტებული იპოვეს. როგორც იტყვიან:"სიყვარულო, ძალსა შენსა!"


2. შავი რაინდის დაბრუნება


image

2015 წლის ოქტომბრის ერთ დღეს შვედი ანტონ ლუნდინ პეტერსონი სკოლაში მეტად უჩვეულო ტანსაცმლით გამოცხადდა: დარტ ვაიდერის სტილის აბჯრით და ხმლით. თანაკლასელები გაოცებული შეჰყურებდნენ ანტონს, თუმცა არ შეშინებიათ, რადგან ეგონათ, რომ ბიჭი ჰელოუინის დღესასწაულისათვის ემზადებოდა. ზოგიერთმა მოსწავლემ და მასწავლებელმა მასთან სურათებიც კი გადაიღო, მაგრამ როგორც კი ფოტოსესია დამთავრდა, პეტერსონმა ხმალი დააძრო და მისი პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება დაიწყო- ჩეხავდა და ასახიჩრებდა ყველას, ვინც თვალში მოხვდებოდა. გონებადაბინდული ახალგაზრდის შეჩერება მხოლოდ პოლიციამ შეძლო. მათ ავტომატის ჯერით დახვრიტეს პეტერსონი, თუმცა მანამდე მან მოასწრო ორი თანაკლასელის და ერთი მასწავლებლის მოკვლა და რამოდენიმეს დასახიჩრება.


3. ვლადიმერ კამაროვის დაბუგული სხეული


image


1967 წელს საბჭოთა კოსმონავტ ვლადიმერ კამაროვს დაევალა საპატიო მისია-ის უნდა გასულიყო ღია კოსმოსში. ეს იყო მისია, რომელსაც კამაროვი გაფრენამდე უკვე ჩაფლავებულად თვლიდა და მასზე მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ უახლოესი მეგობრის-იური გაგარინის სიცოცხლეს გაუფრთხილდა-კამაროვის მხრიდან უარის შემთხვევაში სწორედ მას ელოდა ამ მისიის შესრულება.
ხომალდი «Союз-1»-ის სტარტისწინა შემოწმების დროს 243 სახის გაუმართაობა იქნა აღმოჩენილი, მაგრამ ამის შესახებ სიტყვა ვერავინ დაძრა. ვინ გაბედავდა ბრეჟნევისათვის ცუდი ამბის მიტანას, როცა ოქტომბრის რევოლუციის 50 წლისთავისათვის მსოფლიო მნიშვნელობის კოსმოსურ სენსაციას ამზადებდა.
გაუმართაობამ რაკეტის აფრენისთანავე იჩინა თავი-ანტენები არ გაიხსნა, ძრავები უსიამოვნოდ ძიგძიგებდნენ, მართვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დაიჭირა რაკეტიდან წამოსული სიგნალი და ისინი უსმენდნენ, თუ როგორ ამბობდა კამაროვი, რომ მან იცოდა, გარდაუვალი სიკვდილი რომ ელოდა. მალე ხომალდმა სიმაღლე დაკარგა და ძირს იწყო ვარდნა. პარაშუტიც კი არ გაიხსნა და ამერიკელებმა გაიგონეს განრისხებული კამაროვის უკანასკნელი სიტყვები, რომლითაც ის თავის სიკვდილში სსრკ-ის მთავრობას ადანაშაულებდა. ეს ფაქტი კარგა ხანს დარჩა გაუხმაურებელი, მხოლოდ წლების შემდეგ ალაპარაკდა მასზე საზოგადოება.

4. მამის "ცოდვებისათვის"


image

ერთი შეხედვით ამ სურათზე უცნაური და შემზარავი არაფერია- აფრიკელი აბორიგენები სახლის პარმაღთან ისვენებენ, მაგრამ თუ მას კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ მწუხარესახიანი შავკანიანის წინ დაწყობილ მოჭრილ ხელსა და ფეხს. ამ საშინელი ფოტოს ისტორია ასეთია: კონგოელმა კაუჩუკის მომპოვებელმა ვერ შეასრულა დღიური ნორმა. სასჯელის სახით და სხვა მუშების დასაშინებლად მისი გოგონა მოკლეს. უბედურ მამას წინ უწყვია ის, რაც გოგონასგან დარჩა- პაწაწინა ხელი და ფეხი, რადგან სხეულის დანარჩენი ნაწილი, სავარაუდოდ, ადგილობრივი კორპორაციული მილიციის მიერ იქნა საკვებად გამოყენებული (მოგეხსენებათ, რომ კონგოს ზოგიერთ რაიონში დღემდეა კანიბალიზმი შემორჩენილი).


5. მოყვარულის მიერ გადაღებული სადომაზოხისტური ფოტო


image

ეს შემზარავი სურათი 1957 წელს იქნა გადაღებული და ის სერიულ მკვლელებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ფოტოზე აღბეჭდილ ქალს ჯუდით დალი ჰქვია, ხოლო ფოტოგრაფს (სურათზე ის არ ჩანს)-ჰარვი გლატმენი. ჰარვი თავს პროფესიონალ ფოტორეპორტიორად ასაღებდა, ამგვარად ახერხებდა ახალგაზრდა გოგონების ნდობის მოპოვებას, იწვევდა მათ საკუთარ სახლში ვითომდა ფოტოსესიის გადასაღებად, შემდეგ კი....

ჯუდითი ჯერჯერობით მშვიდად პოზირებს და წარმოდგენაც არ აქვს, რა ჯოჯოხეთი ელოდება წინ-ჰარვი აუპატიურებდა, აწამებდა და კლავდა ყველა მსხვერპლს (უკანასკნელის გარდა, რომელმაც მოასწრო მკვლელისათვის პისტოლეტის წართმევა და პოლიციის გამოძახება). სერიულ მკვლელს გაზის კამერაში სიკვდილი მიუსაჯეს, სულ მან ოთხი ახალგაზრდა გოგონა გამოასალმა სიცოცხლეს.


6. ტერორისტული აქტი ომში


image


წარმოიდგინეთ, რომ თქვენს პატარა გოგონასთან ერთად მშვიდად დასეირნობთ ქალაქის ქუჩებში. თითქოს არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი დღეა. წამით ჩერდებით ფოტოს გადასაღებად და წარმოდგენაც არ გაქვთ, რომ თქვენს შორიახლოს მდგომი წითელი ავტომანქანა ასაფეთქებელი მასალითაა გატენილი და წამებიღა აშორებს საბედისწერო ღილაკზე ხელის დაჭერას.
1998 წლის აგვისტოში ირლანდიის ტერორისტულმა ორგანიზაციამ ქალაქ ომში (ჩრდილო ირლანდია) დანაღმული ავტომანაქანა ააფეთქა. ტერაქტი მიმართული იყო ბელფასტის შეთანხმების წინააღმდეგ. აფეთქებისას დაიღუპა 29 ადამიანი, ხოლო 220-ზე მეტი მძიმედ დაიჭრა. ეს იყო ყველაზე საშინელი ტერორისტული აქტი ჩრდილოეთ ირლანდიის 30-წლიანი კონფლიქტის განმავლობაში.
ეს ფოტოსურათი, რომელზეც ბედნიერი მამა-შვილია აღბეჭდილი, იპოვეს ნანგრევების ქვეშ აღმოჩენილ კამერაში. ფოტო ემსახურება ულმობელ შეხსენებას იმის შესახებ, რომ ცხოვრება შეიძლება წამების განმავლობაში შეიცვალოს და რომ ჭექა-ქუხილი შეიძლება თავს დაგვატყდეს უღრუბლო“ მზიან დღესაც კი.

7. დაივერი ოკეანის ფსკერზე


image


ერთი შეხედვით, ამ სურათზე საგანგაშო არაფერია-აკვალანგისტების წყვილი ცურავს ოკეანის სიღრმეში და ათვალიერებს წყალქვეშა ბუნებას. მაგრამ ფოტოს კარგად თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ერთ-ერთი მათგანი გაუნძრევლად წევს ოკეანის ფსკერზე. მართლაც ამ ფოტოს უკან კიდევ ერთი შემზარავი ისტორია იმალება:

ფოტო გადაიღო ჰარი გემბერმა, წინა პლანზე მისი ცოლია, ხოლო ორი დანარჩენი ადამიანი - ტინა უოტსონი და მაშველი-დაივერია.
ტინა და მისი ქმარი გეიბი -ალაბამელი წყვილი, ავსტრალიაში ჩამოვიდნენ თაფლობის თვის გასატარებლად, რომ დიდი ბარიერული რიფის სიღრმეში ჩაეყვინთათ, მაგრამ სამწუხაროდ, ტინას ოკეანის ზედაპირზე ცოცხალი დაბრუნება აღარ ეწერა.
როგორც გეიბმა სასამართლოზე განაცხადა, ტინა მძლავრმა დინებამ ჩაითრია, ქმარმა სცადა დახმარება, მაგრამ მორევი სულ უფრო და უფრო ითრევდა ტინას, გეიბმა მეტი ღრმად ჩაყვინთვა ვერ შეძლო და მაშველების დასაძახებლად ამოცურა ზედაპირზე, მაგრამ შველა უკვე დაგვიანებული იყო. ტინა უსიცოცხლოდ იწვა ოკეანის ფსკერზე.

სამწუხაროდ, ჩატარებულმა ექსპერტიზამ სულ სხვა სურათი აჩვენა: გეიბმა სპეციალურად გადაკეტა ტინას აკვალანგში ჟანგბადი და ხელით ეჭირა მილი მანამდე, სანამ ქალი უჰაერობისაგან გონებას დაკარგავდა, შემდეგ მან ჟანგბადი ისევ გახსნა, რათა ეჭვი მასზე არ აეღოთ. ამ დროს ქალი უკვე მკვდარი იყო. სასამართლოზე გეიბმა აღიარა, რომ ამ გზით 220 000 დოლარის დაზღვევის მიღებას აპირებდა.
ასე დასრულდა საბრალო ქალისათვის საბედისწერო თაფლობის თვე.


8. ჯონსთაუნის ტრაგედია


image
ალბათ ყველა თქვენგანს სმენია ჯონსთაუნში მომხდარი უბედურების შესახებ. მასობრივმა თვითმკვლელობამ, რომელიც სექტის " ხალხის ტაძარი" ქარიზმატული ლიდერის ჯიმ ჯონსის ქადაგების შედეგად მოხდა, 918 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მასობრივი თვითმკვლელობა და მწარე შეხსენება იმისა, თუ რა ზიანი შეიძლება მოიტანოს პიროვნების კულტმა.
2011 წლის 11 სექტემბრამდე ეს ფაქტი ითვლებოდა ადამიანების ყველაზე მასობრივ წინასწარგანზრახულ ერთდროულ განადგურებად აშშ-ის ისტორიაში. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ფაქტს სწორედ მკვლელობად და არა თვითმკვლელობად თვლის. ჯიმ ჯონსის ბრძანებით გაკეთებული იქნა უზარმაზარი ავზი, რომელიც სავსე იყო ყურძნის სასმელით «Flavor Aid», მასში ჯონსმა საკუთარი ხელით დაამატა ციანიდის და ვალიუმის ნარევი და ამ სასიკვდილო სითხეს პატარა ბავშვებს შპრიცით ასხამდენენ პირში, ხოლო მოზრდილები კი, საკუთარი ქარიზმატული ლიდერის ქადაგებით დაბრმავებულნი, საკუთარი სურვილით სვამდნენ, რათა საუკუნო ნეტარებასა და ნირვანაში მოხვედრილიყვნენ.
იმ დღეს გადაღებულმა 44 - წუთიანმა "სიკვდილის კინოლენტამ" ამ საშინელი ფაქტის დიდი ნაწილი აღბეჭდა. ზემოთ მოცემული ფოტოსურათი თვალნათლივ გვიჩვენებს ამ შემზარავი ტრაგედიის მასშტაბებს-მასზე ჩანს, თუ როგორ ყრია უძრავად ასობით სხეული სიკვდილის პირამიდის გარშემო.

9. ბლანშ მონიეს ისტორია


image


ამ ფოტოს შეხედვისას შეიძლება გაიფიქროთ, რომ ის კადრია საშინელებათა ფილმიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ეს რეალური ფოტოა საკმაოდ შემზარავი ისტორიით.
მე-19 საუკუნის ბოლოს საფრანგეთის ქალაქ პუატიეში ცხოვრობდა მონიების ოჯახი. ოჯახი საშუალო ფენის მწვერვალს მიეკუთვნებოდა, მათ მთელ ოლქში პატივს სცემდნენ, ხოლო კეთილ საქმეთა კომიტეტმა ოჯახის უფროსს გაწეული ქველმოქმედებისათვის ჯილდოც კი გადასცა, რომლითაც მხოლოდ საპატიო მოქალაქეებს აჯილდოებდნენ. ერთ დღეს ოჯახიდან ბლანშ მონიე გაქრა- 25 წლის ულამაზესი ქალიშვილი. გოგონას ყველგან ეძებდნენ, მაგრამ მისი კვალის პოვნა ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებზე ეჭვიც კი არავის მიუტანია. საშინელ სიმართლეს მხოლოდ 25 წლის შემდეგ აეხადა ფარდა, როცა პარიზის პროკურორმა მიიღო ანონიმური წერილი, რომელშიც წერდნენ, რომ მონიების ოჯახში ცხოვრობდა ქალი, რომელიც ჩაკეტილი ჰყავდათ ბნელ ოთახში, მას კვირეობით აშიმშილებდნენ და უბედური თავისივე ექსკრემენტებით და მკბენარებით სავსე საწოლში იწვა, რომელზეც ფეხით ჰყავდათ მიბმული.
როცა პოლიციამ ბლანში იპოვა ჩაკეტილ ოთახში, მისი წონა 26 კილოს ძლივს აღწევდა. საბრალო ქალს მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მზის შუქი არ ენახა. მიზეზი ქალის ჩაკეტვისა იყო ის, რომ დედას და ძმას არ უნდოდათ ბლანში სოციალური მდგომარეობოთ მასზე ნაკლებ მამაკაცს გაჰყოლოდა ცოლად, რასაც ის აპირებდა 25 წლის წინათ.
მიუხედავად იმისა, რომ ტყვეობიდან თავის დაღწევის შემდეგ ბლანშმა ოდნავ მოიმატა წონაში, მისი ფსიქიური მდგომარეობა მკურნალობას არ დაექვემდებარა და საბრალო ქალი სამიოდე წლის შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა.


10.ჯეიმს ბალჯერის სულისშემძვრელი ისტორია


image


ჯეიმს ბალჯერი კინსკიდან, მესრისაიდის საგრაფოდან იყო, რომელიც ინგლისში მდებარეობს. ის დაღუპვიდან ერთი კვირის შემდეგ სამი წლის უნდა გამხდარიყო. საბრალო ბავშვი მოიტაცეს, აწამეს და შემდეგ მოკლეს.
ჯეიმსი გაქრა სავაჭრო ცენტრში ყოფნისას იმ დროს, როცა დედამისი ხორცეულის სექციაში პროდუქტებს ყიდულობდა და რაც ყველაზე საზარელია-მომტაცებლები აღმოჩნდენ ათი წლის ყმაწვილები-რობერტ ტომპსონი და ჯონ ვენებსლი, რომლებიც იმ დღეს სკოლიდან გამოიპარნენ, თუმცა ეს მათთვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ბიჭები ხშირად აცდენდენ სკოლას და სავაჭრო ცენტრში დასეირნობდნენ. მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციას განუცხადა, რომ სავაჭრო ცენტრში ისინი იპარავდნენ საფულეებს, სურსათს, სხვადასხვა წვრილმან ნივთებს, მაგრამ იმ დღეს მათ თავში მოუვიდათ იდეა, რომელიმე პატარა ბავშვი გაეტაცებინათ და მატარებლის თვლების ქვეშ ჩაეგდოთ.
აქ წარმოდგენილი ფოტო - ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული კადრია. მასზე ჩანს, თუ როგორ გაჰყავთ ხელჩაკიდებულ ტომპსონს და ვენებსლს პატარა ბალჯერი სავაჭრო ცენტრიდან. ერთი შეხედვით თითქოს საგანგაშო არაფერია- ორ უფროს ძმას პატარა ძამიკო მიჰყავს ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრიდან, მაგრამ ამ კადრის უკან რეალობაა, რომელიც სულ გაგიყინავთ.
ამ მონსტრების წყვილმა აიძულა სამი წლის პატარა ოთხი კილომეტრი გაევლო საკუთარ სიკვდილთან შესახვედრად. მათ ის წაიყვანეს ქალაქგარეთ სარკინიგზო მაგისტრალთან ახლოს. იქ ორმა სადისტმა მოზარდმა ისე საშინლად აწამა ბავშვი, რომ ამის დასაწერად ძალა არ მყოფნის, შემდეგ საბრალო პატარას თავში 10-კილოგრამიანი რელსი ჩაარტყეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ის ფაქტი, რომ ეს სიმხეცე ჩაიდინეს თავადაც ბავშვებმა, რომლებიც სათამაშოებით უნდა თამაშობდნენ და არა პატარებს ხოცავდნენ-ეს მკვლელობა ასმაგად შემზარავია.

0
311
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0