საზოგადოება როგორ წარმოედგინათ მომავალი 1900 წელს 2017, 12 აგვისტო, 13:59 ხალხს ყოველთვის აინტერესებს თუ როგორი იქნება მომავალი. მე-19 საუკუნის მიწურულს ბევრ ქვეყანაში ღია ბარათები გამოიცა, რომელზეც ასახული იყო, თუ როგორი იქნებოდა მსოფლიო 2000 წელს.
აი, მაგალითად, ღია ბარათი განათლების თემაზე. 2000 წლისთვის ბავშვები სპეციალურ მოწყობილობას დაიმაგრებდნენ თავზე და ინფორმაცია პირდაპირ ტვინში გადაიცემოდა. დღეს სწავლის პროცესი კომპიუტერიზებულია, თუმცა აქამდე კაცობრიობა ჯერ არ მისულა)
ღია ბარათი, რომელზეც გამოსახული აპარატი კვერცხს მომენტალურად გადააქცევდა წიწილად. მომენტალურობაზე რა გითხრათ, მაგრამ აპარატი კი შეგვიძლია ინკუბატორს შევადაროთ. მოახლე, რომელიც ამ მოწყობილობის დახმარებით ერთდროულად გვის და წმენდს იატაკს. მტვერსასრუტი ხომ არ გაგახსენდათ, რეცხვის ფუნქციით? გერმანიაში გამოშვებული ღია ბარათი ოცნებით:დაინახე კედლის მიღმა. ინფრაწითელი მოწყობილობით დღეს ეს რეალობაა. როგორც ჩანს მე-19 საუკუნეში წყალზე სეირნობაზე ოცნებობდნენ. აი, როგორ უნდა დაიცვათ ქალაქი უამინდობისგან, მაგრამ საინტერესოა, მხატვარმა სითბურ ეფექტზე თუ იფიქრა? გადასატანი სახლები. მშვენიერია!მაგრამ...რა ვუყოთ კომუნიკაციებს? ეს კი მომავლის ქალაქები: 143 შეფასება არ არის
|