x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნაპოლეონის მარშალ ნიკოლა ჟან დე დიუ სულტის შესახებ.

image



"ბებერი მეომარი, დარბაისლური და მკაცრი გამოხედვით, კოჭლობით შემოვიდა დარბაზში. ის თითქმის უკანასკნელი წარმომადგენელია იმ გმირთა საძმოსი, რომელსაც ნაპოლეონმა თავისი იმპერია ანდო და რომელთა სახელები სამუდამოდ მასთან არის დაკავშირებული. იგი არის სამოცდაჩვიდმეტი წლის, თუმცა ჯერ კიდევ ჯარისკაცურად მხნედ გამოიყურება. მის სანახევროდ გამელოტებულ თავს დროის დინებისაგან ჭაღარაშერეული თმები მხოლოდ ალაგ-ალაგ შერჩენია. საშუალოზე ოდნავ მაღალია და ბრგე აღნაგობის, წარსული ძალ-ღონის ნიშნები ჯერ კიდევ ეტყობა. მისი მუქი ფერის თვალები დრო და დრო წარსული ელვარების ნაპერწკლებით ანათებს, ხოლო მისი ნამზეური იერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ახლახან დაბრუნებულა ხანგძლივი კამპანიიდან... ხორხისმიერი ხმა აქვს, რომლის ტონი ამჟღავნებს ადამიანს, რომელმაც თავისი ცხოვრება სამხედრო ბანაკებში გაატარა."


ასე აღწერდა XIX საუკუნის 30–იანი წლების ბოლოს პარიზში ჩასული ამერიკელი ისტორიკოსი ნაპოლეონის მარშლებიდან ერთ-ერთ გამორჩეულს, ნიკოლა ჟან დე დიუ სულტს (1769-1851), რომელიც ამ დროს მეფე ლუი-ფილიპის სამსახურში იყო.

0
105
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0