x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
8 ყველაზე კურიოზული და უცნაური სიკვდილის შემთხვევა
ზოგადად ამბობენ, რომ სიკვდილზე არ ხუმრობენ, თუმცა ხანდახან ხდება ხოლმე კურიოზული შემთხვევები, რომელთა მოსმენის დროს ღიმილის შეკავება ძნელია. სწორედ ასეთ შემთხვევებზე გვექნება დღეს საუბარი.


image


ძველი ბერძენი დრამატურგი ესქილე არწივის ბრჭყალებისაგან დაიღუპა. ფრინველმა, ჩათვალა რა დრამატურგის მელოტი თავი ქვად, მასზე ფეხებით დაჭერილი კუ დააგდო. ამ ტრიუკს არწივი აკეთებს იმისათვის, რომ კუს ჯავსანი გაეტეხოს და გემრიელად ისადილოს.


თავგადაკლული როიალისტი და ინგლისის მეფე კარლოს I-ის მხურვალე მხარდამჭერი სერ არტურ ასტონი ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს სოლივერ კრომველის ჯარისკაცებმა. უცნაური ამ სიკვდილში ისაა, რომ ასტონი სცემეს..საკუტარი ფეხის პროთეზით. პროთეზი, სამწუხაროდ, საკმაოდ კარგი ხარისხის გამოდგა.



ლუდოვიკო XIV-ის პირადი კომპოზიტორი ძალიან ღელავდა მეფე-მზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ხელმწიფის გამოჯანმრთელების შემდეგ ჟან-ბატისტ-ლიული (ასე ერქვა კომპოზიტორს) დირიჟორობდა სადღესასწაულო ჰიმნს Te Deum. ტაქტს ის ტროსტით უკაკუნებდა იატაკზე. როგორც ჩანს, კომპოზიტორს კოორდინაციამ უღალატა და მთელი ძალით დაირტყა ფეხზე ტროსტი(ხელჯოხი). ჯოხმა კუნთოვანი ქსოვილი გაგლიჯა და მეორე მხარეს გამოვიდა. ჟან-ბატისტს სისხლში ინფექცია შეეჭრა და ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა.


ფრანგი მომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი კლოდ ფრანსუა, რომელიც ცნობილი გახდა სიმღერით Comme d’habitude (თქვენ ის მოგისმენიათ ფრენკ სინატრას შესრულებით სახელწოდებით My Way), იმქვეყნად მეტად უცნაური გზით წავიდა: წყლით სავსე აბაზანაში მდგომი, ის ცდილობდა ნათურის მოხსნას.


ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული დაბადების დღე იტალიის ქალაქ კოზენცაში ჩაიშალა, რადგან უზარმაზარი ტორტიდან, რომელიც იუბილარს მიართვეს, სტრიპტიზიორი ქალი არ ამოხტა. მაშინ წვეულების სტუმრები იულებული გახდნენ ტორტი გაეჭრათ და მასში მკვდარი სტრიპტიზიორი ქალი ჯინა ლალაპოლა იპოვეს. როგორც სამედიცინო ექპერტიზამ გამოიკვლია, ქალი უჰაერობით გაიგუდა. თანაც ერთი საათით ადრე, სანამ მას იპოვიდნენ. გამოდის, რომ სტრიპტიზი არც ისე უსაფრთხო პროფესიაა.


და კიდევ ერთი უაზრო სიკვდილი ერთი შეხედვით უწყინარი გართობის დროს: ამერიკელმა რასელ შელმა ერთ-ერთ ბარში კოქტეილი "მეორე მხარე'' შეუკვეთა. ეს იყო უკნასკნელი კოქტეილი მის ცხოვრებაში. ექიმებმა, რომლებიც ცდილობდნენ სერიოზული სახეები შეენარჩუნებინათ და არ გასცინებოდათ, განუცხადეს რასელის მშობლებს, რომ მათი შვილი დაიხრჩო მინიატურული პლასტმასის პენისით, რომლითაც კოქტეილის ჭიქა იყო მორთული.


76 წლის ედუარდ იუნიევიჩი სასწრაფო დახმარების მანქანამ ხანდაზმულთა სახლიდან წაიყვანა. მდგომარეობის სირთულის გამო მამაკაცი კლინიკაში გორგოლაჭებიანი საკაცით უნდა შეეყვანათ. სანიტრებმა საკაცე საავადმყოფოს შესასვლელთან მიაგორეს და უმეთვალყურეოდ მიატოვეს, რადგან სხვა საქმე გამოუჩნდათ. საკაცე კიბეებზე დაგორდა და შეუძლოდ მყოფი იუნიევიჩი მიცვალებულად აქცია.


2001 წლის მაისში მალაიზიაში ორი ფეხბურთელი გარდაიცვალა თამაშის დროს მეხის დაცემით, თუმცა ისინი პირველები არ ყოფილან. ერთი კვირით ადრე კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიღუპა იგივე მიზეზით მახლობელ სოფელში.

0
319
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0