x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
მდინარე სუფსაში ორი მოზარდი გოგონა დაიხრჩო

imageოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში ორი მოზარდი გოგონა დაიხრჩო. გოგონები ახლო ნათესავები იყვნენ.



გურია News-ის ინფორმაციით ამ დროისთვის მხოლოდ ერთი გოგონას ცხედარია ნაპოვნი. 12 წლის ასაკის გოგონები მდინარეში საბანაოდ შევიდნენ და დინებამ გაიტაცა. მაშველებმა ერთი გოგონას ცხედრის ამოყვანა შეძლეს.მეორე მოზარდის პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.


"მაშველები მეორე გოგონას ეძებენ. 12 წლის გოგონები იყვნენ. საშინელება მოხდა. ფოტოების გადაღებას აპირებდნენ მდინარე სუფსაზე და მერე რა მოხდა, არ ვიცით", - განაცხადა . გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწემ მზექალა მელუამ.


საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ სამძებრო სამუშაოები გამთენიისას, ხილვადობის აღდგენისთანავე განახლდება.

2
185
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
185
  
2017, 6 აგვისტო, 19:38
საწყალი მშობლები(
2017, 6 აგვისტო, 11:36
მომკალით და არ მესმის 12 წლის ცურვის არმცოდნე ბავშვები უფროსის მეთვალყურეობის გარეშე როგორ უნდა გაუშვა მდინარეზე.
ტრაგედიაა...
0 1 2