x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
6 ოქროს წესი უბერებელი მზეთუნახავებისგან, რომლებიც ასაკის მიუხედავად შეუდარებელნი არიან
image

ბევრი ქალია, ისეთი, რომელიც ასაკის მიუხედავად თითქოს არ ბერდება. კანი სუფთა და გადატკეცილი აქვთ, ნაოჭების და ლაქების გარეშე, ღიმილითაც კი ხშირად იღიმებიან, თითქოს მათ ცხოვრებაში მუდამ ყველაფერი კარგად არის. როგორც აღმოჩნდა, თითოეულს სილამაზის თავისი საიდუმლო აქვს, თუმცა არსებობს რამდენიმე წესი, რომელსაც ყველა იცავს. შევეცდებით გამოვყოთ ისინი.


წესი პირველი - ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მონელებას.


კუჭ-ნაწლავმა საათივით უნდა იმუშავოს. ყაზბობა ეს ორგანიზმისთვის მომწამვლელია. წვრილი ნაწლავები აღმოსავლური მედიცინის მიხედვით ჩვენი ორგანიზმის ფესვებია. თუ ხეს ფესვები კარგი აქვს, ხეც ყვავის და მშვენიერია. დაზიანებული ფესვების შემთხვევაში კი მოიწყენს და გახმება. ასე ვართ ჩვენც, მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავის შემთხვევაში ორგანიზმი "ყვავის". კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა კი პირველ რიგში დამოკიდებულია კვებაზე: ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, სუფთა წყალი, ნაკლები ცომეული, სალათები და ქაშები, ასევე გვირილის ჩაი დილაობით ძალიან უხდება სახის კანს.


დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახის კანისთვის წყლის რაოდენობას და ხარისხს, რომელსაც ვსვამთ. დავაკვირდეთ კანს: ეპიდერმისში არის კოლაგენები, რომლებსაც აქვთ არაჩვეულებრივი თვისება-წყალში მოხვედრისას ისინი მოცულობაში იზრდებიან. გაფუებული კოლაგენები შიგნდან უმატებენ კანის წნევას, რისი წყალობითაც კანი იჭიმება, ნაოჭები ქრება ან მცირდება. ახალგაზრდობის შენარჩუნების ყველაზე ხელმისაწვდომი ხერხი წყლის სმაა. ყოველდღიურად დალიეთ 1, 5-2 ლიტრი ბუნებრივი, აუდუღარი წყალი. ის ამარაგებს თქვენს ორგანიზმს ჟანგბადით, რაცთქვენს კანზე დადებითად აისახება.



წესი მეორე - სრულფასოვანი ძილი.


გამოუძინებლობა - ეს კანის, და თმების სილამაზის უბოროტესი მტერია. ისეთ დროს დაწექით დასაძინებლად, რომ გამოძინება მოასწროთ. ძილი ეს ღმერთის საჩუქარია. ნუ იფიქრებთ, რომ ძილი ტყუილად გაფლანგული დროა, ძილის შემდეგ ადამიანი მორალურად იწმინდება, სუფთავდება ენერგია, ქრება ზედმეტი ინფორმაცია და რჩება მხოლოდ საჭირო.


წესი მესამე - სუფთა ჰაერი სილამაზის მეგობარია.


თუ მთელი დღე ოფისში ზიხართ, სახლში მაინც უნდა წახვიდეთ ფეხით - თუ შორსაა, რამდენიმე გაჩერება მაინც. ზაფხულში ფანჯრები მუდამ ღია უნდა გქონდეთ, ზამთარში კი რაც შეიძლება ხშირად. შაბათ-კვირას ხანგძლივად გადით ბუნებაში.


სილამაზის კიდევ ერთი საიდუმლო დაბანაა. კანი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც განუწყვეტლივ გამოყოფს ტოქსინებს, რომლისგანაც ხშირად უნდა გავათავისუფლოთ. ყველაზე უკეთ კი ამას ორთქლის აბანო შეესაბამება. განსაკუთრებით კარგია, თუ აბანო ხისაა. ტანი უნდა გაიხეხოთ ისე, რომ გაწითლდეს. დაბანისას უკეთესია საპნის ნაცვლად გამოიყენოთ სიმინდის ფქვილი.


წესი მეოთხე - ვიტამინები!


ვიტამინები სადაცაა ეს ბავშვმაც იცის. ზამთარში კი სათბურში მოყვანილ ბოსტნეულში ვიტამინების ნაცვლად სულფატებს თუ ნახავთ, ამიტომ მოხარშეთ კომპოტები ჩირებისგან. მიირთვით შვრიის ფაფა ქიშმიშის და გარგარის ჩირის დამატებით. სვით ასკილის ნაყენი, რომელიც სავსეა ვიტამინებით.


რამდენიმე კოვზი შვრია, პომიდორი, ფორთოხალი, ჩაი, იოგურტი - ეს პროდუქტები უნდა მიიღოთ გამუდმებით და სამუდამოდ დავივიწყოთ სიბერე და დაღლილობა. ასევე შეიძლება გამოვყოთ: ლობიო, კომბოსტო, ფორთოხალი, ყვითელი გოგრა, სოიო, შავი და მწვანე ჩაი, პომიდორი, თხილეული და იოგურტი.


წესი მეხუთე - შინაგანი განწყობა და სულიერი მდგომარეობა.


სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანია, რომ თავიდან მოიშოროთ უარყოფითი ემოციები. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. არ გადაეჩვიოთ ხუმრობას და სიცილს, ისე როგორც ახალგაზრდობაში, თუ კეთილი იქნებით და არავისი შეგშურდებათ, თუ გექნებათ საყვარელი საქმე, მაშინ თქვენი სიბერე ლამაზ სახეს მიიღებს.


ახალგაზრდობის ელექსირი კი ასეთია: 200 გრ. გვირილა, 100 - 100 გრ. უკვდავა, კრაზანა და არყის კვირტები აურიეთ, 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0, 5 ლ. ადუღებული წყალი (თერმოსში). დალიეთ ძილის წინ 1 კოვზ თაფლთან ერთად და დილით უზმოზე. დალიეთ 1 თვის განმავლობაში. რეკომენდირებულია 30 წლის ასაკიდან. გაიმეორეთ 5 წელიწადში ერთჯერ.


წესი მეექვსე - (პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი)


ქალის ასაკს მისი ყელი და ხელები ამხელს. ხელებს ხშირად ვივიწყებთ. ვეჩვევით მას და გვიან ვამჩნევთ გაჩენილ ნაოჭებს. მას აწუხებს ტემპერატურის ცვალებადობა, ასე, რომ სახლის საქმე აკეთეთ ხელთათმანებით. ზამთარში, როგორც კი ჰაერის ტემპერატურა +4 - ს მიაღწევს, ქუჩაში ნუ გახვალთ ხელთათმანის გარეშე და იხმარეთ ხელი კრემი.


image



ეტიკეტის 18 წესი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს



ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლოს მიმართავს! გასახდომი აბების გამო 2 შვილის დედა გარდაიცვალა


ანიტა რაჭველიშვილი სასწაულმოქმედ დიეტას გვიმხელს! 6 დღე და -3-დან -5 კგ-მდე


დაიკელით 10 კგ. 2 კვირაში












0
2123
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
2123