x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ბაკურ სვანიძე- არაქალიშვილს მოიყვანდი ცოლად?
image


იუმორისტი.პოეტი და ფსიქოლოგი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელებულ მარადიულ კითხვას:" არაქალიშვილს მოიყვანდი ცოლად?" პასუხობს:


“ამ ასაკში ასეთ თემაზე პოსტვა მიტყდება კიდეც, მაგრამ იმდენად არასწორად აწვდიან ბავშვებს, რომ სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავწერო! რატომღაც მოდაშია სრულიად ქაჯური და ძალიან გოიმური კითხვა:- “არაქალიშვილს მოიყვანდით თუ არა ცოლად?” – გეგონება ეს “არაქალიშვილი” რაღაც
ერთგვაროვანი, ერთმნიშვნელოვანი მდგომარეობა იყოს! ასეთი შტერული კითხვის დამსმელებს მინდა ვუთხრა:- “არაქალიშვილი” შეიძლება იყოს ქალი, რომელიც:


1. არის განათხოვარი და ქმრის გარდა არავინ ჰყოლია! (განქორწინებული, ან ქვრივი)



2. არ ყოფილა დაქორწინებული, მაგრამ ჰყავდა ერთი ან ორი შეყვარებული სხვადასხვა დროს, რამდენიმე წლის შუალედით, ე.წ. “ბოიფრენდი” (აქ გააჩნია ასაკს, თუ 16 წლის გოგოს ჰყავდა 2-3-5 ბოიფრენდი, აშკარად ბევრია და თუ ქალი 40 წლისაა და რამდენიმეწლიანი ურთერთობა ჰქონდა 2-3 მამაკაცთან, უბრალოდ ხელი არ მოუწერია, ეს სხვაა!)


3. სექსში იღებს ფულს, ანუ არის “პუტანკა”


4. ფულს არ იღებს, მაგრამ უბრალოდ არის მსუბუქი ყოფა-ქცევის და კვირაში ერთხელ (ან მეტჯერ) იცვლის


სექს – პარტნიორებს და ათობით მამაკაცთან იწვა!



ახლა, ამ ტუტუცური შეკითხვის დამსმელებო, მითხარით ერთი, რომელი კატეგორიის ქალზე მეკითხებით? ესენი ხომ ყველა “არაქალიშვილები” არიან? პირველ ორ კატეგორიას მოვიყვანდი! ბოლო ორს – არავითარ შემთხვევაში! ასე რომ, “არაქალიშვილი” შეიძლება იყოს ძალიან ბოზიც და ძალიან პატიოსანიც! და ეგ დებილური შეკითხვა ჯობს დაივიწყოთ! მაგარი გოიმობაა დამიჯერეთ! და კიდევ, რომ გაიძახით – ბიჭების რაღაც ნაწილი ამბობს, არაქალიშვლს არ მოვიყვან ცოლადო, მაშინ გოგოებიც ვიტყვით იგივეს და არ გავყვებით არავაჟიშვილსო! ვინ აგიკრძალათ გენაცვალე? კი ბატონო! თქვით! ნებისმიერს აქვს უფლება ცოლად მოიყვანოს ან ქმრად შეირთოს ისეთი, როგორიც სურს! და არ შეირთოს ისეთი, როგორიც არ სურს, იქნება ეს “არაქალიშვილი” “ქერა” “შავგრემანი” “წითელლოყება” “ხალიანი” თუ სხვა… ეს მისი უფლებაა!


თუ თქვენთვის მიუღებელია ვაჟის ასეთი აზროვნება, ამ ვაჟს კი არ უნდა უღრძოთ ტვინი – გინდა თუ არა
არასწორად აზროვნებო, არამედ მონახეთ ვაჟი, რომელიც თქვენთვის მისაღებად აზროვნებს! და ბოლოს – შტერობაა ფრაზა:- “თუკი თვქენი ცოლი არ აღმოჩნდა ქალიშვილი სახლიდან გააგდებთ პირველი ღამის მერე?” აქ მაცოფებს სიტყვა “აღმოჩნდა”! და ვპასუხობ:- კი, აუცილებლად გავაგდებ!
იმიტომ კი არა, რომ ქალიშვილი არ არის, არამედ იმიტომ, რომ მომატყუა! ანუ, თუ მე მან მითხრა, რომ არ არის ქალიშვილი, მაშინ სიტყვა “აღმოჩნდა” ზედმეტია! ხოლო თუ მან იცოდა, რომ მე ამაზე მაქვს გართულება და მაინც გამომყვა ცოლად – ესე იგი ცდილობს მომატყუოს! ანუ აქ “აპკი” კი არ არის შუაში, არამეს ტყუილი! მე რომ მინდოდეს ლოყაზე ხალიანი გოგოს ცოლად მოყვანა და მან მიიხატოს ეს ხალი და მერე არ აღმოჩნდეს ხალიანი, მაინც გავაგდებ! ასე რომ, დაანებეთ ამ ტუტუცურ შეკითხვებს თავი
და საქმეს მიხედეთ! პირადი ცხოვრება ყოველთვის ინდივიდუალურია და აქ ასეთი ზოგად დებილური კითხვების დასმა მაგარი გოიმობაა! გმადლობთ!“
image


0
629
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
629
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0