x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ნაკლებად ცნობილი ფაქტები დონალდ ტრამპის შესახებ
image

image

«ჩასწორებული» გვარი

imageდღეს ამერიკის პრეზიდენტი არა ტრამპი, არამედ დრამპფი იქნებოდა, რომ არა დონალდ ტრამპის პაპა, ბავარიელი ემიგრანტი, ფრედერიკ დრამპფი, რომელმაც გერმანიიდან ამერიკაში ჩასვლისთანავე, გვარი შეიცვალა – «ევროპული» გვარი, უფრო მჟღერად და ამერიკელებისთვის მისაღებ და გასაგებ გვარად გადაიკეთა.

ტრამპების ოჯახი აშშ-ში 1885 წლიდან ცხოვრობს.

image

image

ნაციონალისტი და ცოტა რასისტი

image

დონალდ ტრამპის ყველაზე ცნობილი საჯარო გამონათქვამები:

image

* «მე ძალიან მაღალ კედელს ავაშენებ ჩვენი ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე და მის საფასურს მექსიკას გადავახდევინებ».

* «მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა შავებთან».

* «ადამიანების ერთადერთი ტიპი, ვისაც ჩემი ფულის დათვლის უფლებას ვაძლევ, — ეს ტანმორჩილი ბიჭები არიან, კიპებში (ებრაელების ეროვნული თავსაბურავი)».

image

image

image

შეთქმულების თეორიის მომხრე


image

ტრამპს სჯერა შეთქმულების თეორიების და სხვადასხვა სახის «ყვითელი» ჭორების.
ამერიკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ბავშვის აცრას აუტიზმის გამოწვევა შეუძლია. მაგრამ, ამავდროულად, მას გლობალური დათბობის არა სჯერა და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი, დიდი «აფიორაა», რომელიც ფულის «გასათეთრებლად» მოიგონეს.

image

image

ოჯახის კაცი

image

ტრამპი 3-ჯერ არის დაქორწინებული. ამასთან, მისი ორი ცოლი — პირველი და ბოლო, აღმოსავლეთ ევროპიდან არის. ხოლო, მისი მეორე ცოლი ამერიკელი იყო. ტრამპს 5 შვილი და 6 შვილიშვილი ჰყავს.


image


შოუ-ბიზნესის მოყვარული

image

მას შემდეგ, რაც ტრამპი პრეზიდენტი გახდა, ინტერნერში გავრცელდა კადრი ფილმიდან «მარტო სახლში-2: ნიუ-იორკში დაკარგული» (1992). მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტრამპისთვის, მის მიერ შესრულებული, არც პირველი და არც ბოლო როლი იყო.

image

image


imageბავშვობაში ამერიკის პრეზიდენტი მსახიობობაზე ოცნებობდა, მაგრამ შემდეგ, მაინც მამასთან დაიწყო მუშაობა, კომპანიაში. თუმცა, საკუთარ ოცნებაზე უარი მაინც არ უთქვამს და დროდადრო ეკრანზე ჩნდებოდა. და შეიძლება ითქვას, რომ ის, არც თუ ისე ცუდი მსახიობია. მაგალითად, ტრამპი 2-ჯერ იყო ნომინირებული პრემია – «ემზე», სერიალებში («ძიძა», «პრინცი ბევერლი-ჰილზიდან», «ჩვენი ცხოვრების დღეები») კომედიური როლების და ფილმში «პატარა არამზადები» (1994) სახასიათო როლის შესრულებისთვის.
2007 წელს დონალდ ტრამპს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში, ვარსკვლავიც კი გაუხსნეს «კანდიდატში» (ტელე-შოუ) მონაწილეობის შემდეგ.

რაც შეეხება კინო-დებიუტს, ის 1989 წელს, ფილმში «აჩრდილებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ» შესდგა. და უნდა ითქვას, რომ ისე, აშშ-ს მომავალი პრეზიდენტისთვის, წარუმატებული აღმოჩნდა. ფილმში შესრულებული მეორე ხარისხოვანი როლისთვის, მან ანტიჯილდო, «ოქროს ჟოლო» მიიღო.


image


მსახიობობის სურვილი «გადამდები» აღმოჩნდა და ფილმში «ზულენდერი» (2001), დონალდ ტრამპთან ერთად, მისმა მეუღლემ, მელანია ტრამპაც მიიღო მონაწილეობა!


image


საერთო ჯამში, სერიალებს თუ არ ჩავთვლით, ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ფილმოგრაფიაში 10 როლია. მართალია, ყველა ეპიზოდური, მაგრამ «დიდი და პატარა როლები ხომ არ არსებობს»?!


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

დონალდ ტრამპის სახლი და ბედნიერი ოჯახი

დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი ნათესავები ყოფილან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ერთის გარდა, ნათესავები არიან

0
505
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0