x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ქმრის ახდენილი ოცნება რომელიც მას სანანებლად გაუხდა!
image

ერთხელ ცოლქმარს ქორწინების 45-ე წლისთავი ქონდათ და აღსანიშნავად რესტორანში წავიდნენ.როდესაც ყველაფერი დამთავრდა, ქმარმა ამ დღის სამახსოვროდ მეუღლეს ოქროს ანტიკური ძალიან ძველი ცეფი აჩუქა მედალიონით.მეუღლეს ძალიან გაეხარდა და მედალიონიც გახსნა.გახსნა თუარა უცებ იქიდან პატარა ფერია ამოფრინდა.ცოლ-ქმარი გაოცებული უყურებდნენ მას.ფერიაც გახარებული მათკენ მიფრინდა და ეუბნება:

-''თქვენმა ამდენი წლის თავგანწირულმა სიყვარულმა განმათავისუფლა ამ მედალიონისგან, აქ ჩაკეტილი ვიყავი, ეხლა რაც გინდათ მთხოვეთ, თითო-თითო სურვილს აგისრულებთ!''

ცოლს ბევრი არც უფიქრია სურვილზე:


-''მე მსოფლიოს მოვლა მინდა ჩემს მეუღლესთან ერთად.''

ფერიამ დააქნია თავისი ჯადოსნური კვერთხი და მისი სურვილი უკვე შესრულებული იყო, საიდანღაც ყველასგან გასაკვირად იქვე მაგიდაზე 2 პირველი კლასის ბილეთი გაჩნდა მსოფლიო ტურზე.ცოლ-ქმარი აღშფოთებას ვერ მალავდა სიხარულისგან.

ეხლა ფერია ქმარს შემოუბრუნდა და უთხრა:

-''ეხლა შენი ჯერია''

ქმარმა რამოდენიმე წუთის ფიქრის შემდეგ უპასუხა:

-''ბოდიში მაგრამ, იმისათვის რომ ამ ტურით ნამდვილად ვისიამოვნო და კარგად დავისვენო, ვისურვებდი ეს ჩემზე 30 წლით ახალგაზრდა ქალბატონთან გამეტარებინა...''

ფერიამ მის ცოლს გადახედა, თვალი ჩაუკრა და თავისი ჯადოსნური კვერთხის დაქნევით, სულ რაღაც წამებში მისი ქმარი 30 წლით უფროსი გახდა და დაბერდა.

მორალი:

სანამ რამეს ინატრებთ კარგად დაფიქრდით, ის შეიძლება ერთ დღეს მართლაც აგიხდეთ და მერე ხვდები რომ სულ არ გჭირდებოდა ეს.იმით დაკმაყოფილდი რაც გაგაჩნია!

P.S.აი ესე მოუხდება ყველა გაუმაძღარ ქალს თუ კაცს! სხვაზე ოცნებას თავი დაანებეთ და ვისზეც თავის დროზე თავს იგიჟებდი და მანამდე არ მოისვენე სანამ არ მოიყვანე, ეხლა კეთილი ინებე და ბოლომდე მასთან იყავი და ბოლომდე ისე გიყვარდეს და გაუფრთხილდი როგორც ადრე!

5
214
2-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
214
  
2017, 25 ივლისი, 20:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი DianaMaverick-ის კომენტარზე
2017, 25 ივლისი, 19:05
როცა საჭიროა კი. :)
2017, 25 ივლისი, 18:22
ფერიებიც ცელქობენ?)))))
2017, 25 ივლისი, 12:04
ხო,ამ სტატიითაც ეგ მინდოდა მეთქვა,იქნებ იმ ცოლსაც არ აწყენდა ახალგაზრდა ქმარი?ასე რომ ვისაც მოვიყვანთ და ვისაც გავყვებით იმას გავუფრთხილდეთ. :)
2017, 25 ივლისი, 11:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5