x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პატიმარი შვილის პასუხი მამას!
image იყო ერთი მამა-შვილი რომლებიც ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთხელაც შვილი სასამართლომ თაღლითობაში დაადანაშაულა და დააკავეს.

მოხუცს სახლის წინ მიწის დიდი ნაკვეთი ჰქონდა სადაც კარტოფილი მოჰყავდა ხოლმე.ამჯერადაც მიწის დამუშავების და კარტოფილის დარგვის პერიოდი იყო მაგრამ ამხელა მიწის დამუშავება მისთვის შეუძლებელი იყო, ერთადერთი ვაჟი კი ციხეში ჰყავდა.ასე რომ ერთ დღესაც მან შვილს წერილი მისწერა:

-''შვილო, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ რადგან წელს კარტოფილი არ გვექნება რადგან მოვხუცდი და მისი დამუშავება არ შემიძლია, დედაშენს კი ისე უყვარდა ეს ყველაფერი ერთ წელსაც არ აცდენდა.ნეტავ ეხლა ჩემთან იყო, ვიცი ადგილს სულ დამიმუშავებდი და მეც მშვიდად ვიქნებოდი.სიყვარულით, შენი მამიკო''

ზუსტად რამოდენიმე დღის შემდეგ მან შვილისგან ტელეგრამით მოკლე და ლაკონური პასუხი მიიღო:


-''მამა, ჩვენი სახლის წინ ადგილს არ შეეხო, მე ხომ მანდ ვმალავ ყველა ჩემს იარაღს!''

დილით მოხუცმა გაიღვიძა და აღმოაჩინა რომ პოლიციას მისი სახლის წინ მთელი ეზო გადაუთხრია იარაღის ძებნაში მაგრამ რათქმა უნდა ვერაფერი უპოვნიათ და წასულან.

image

გაოცებუილმა მამამ შვილს კვლავ გაუგზავნა წერილი სადაც ამ ყველაფერის შესახებ უამბო.

-''მამა, მიდი და დარგე შენი საყვარელი კარტოფილი, ეს ხომ მაქსიმუმია რაც აქედან შემეძლო შენთვის გამეკეთებინა...''-იყო პასუხი...

მორალი:

თუ შენ მთელი გულით გინდა რამის გაკეთება, ყოველთვის გამოძებნი რაიმე გზას ამის განსახორციელებლად!

0
157
2-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0