x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ჭუჭყიანი ფანჯარა!

imageერთხელ ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდნენ.დილით ახალგაღვიძებულმა ცოლმა ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა რომ 1 მეზობელი ქალი სარეცხს კიდებდა გასაშრობად თოკზე.
ამის დანახვაზე ცოლი მიუბრუნდა ქმარს და ეუბნება:
-''შეხედე შეხედე, რა ჭუჭყიან სარეცხს ფენს!''
ქმარმა ყურადღება არ მიაქცია რომელიც იქვე დივანზე იჯდა და გაზეთს კითხულობდა.
მეორე დღესაც დაინახა რა ცოლმა რომ ის მეზობლის ქალი ისევ სარეცხს კიდებდა, კვლავ ქმარს მიუბრუნდა და ეუბნება:
-''შეხედე რა ჭუჭყიან სარეცხს ფენს, ალბათ სარეცხი ფხვნილი არ უვარგა ან რეცხვა არ იცის, გარეცხილიც კი ისე ჭუჭყიანია გასარეცხი გეგონება.''
ესე გაგრძელდა რამოდენიმე დღე, ყოველ დილით ერთი და იგივე ხდებოდა.
-''რეცხვა მაინც ვასწავლო როგორ უნდა ამ საცოდავს.''-ცინიკურად აღნიშნავდა ცოლი, ქმარიც მოთმინებით იტანდა მის კომენტარებს და ხმას არ იღებდა.
ერთხელაც როდესაც ცოლმა ფანჯარაში გაიხედა, მის გაოცებას საზღვარი არ ქინდა:
- ''ოჰ, ამას უყურე, დღეს რა სუფთა სარეცხი გაუკიდია, ალბათ როგორც იქნა ისწავლა რეცხვა!''-განცვიფრებას ვერ მალავდა ცოლი.
-''სულაც არა საყვარელო, ეგ რა შუაშია, დღეს ცოტა ადრე ავდექი და ფანჯრები დავწმინდე!''-უპასუხა გაბრაზებულმა მეუღლემ.
მორალი:ხანდახან უნდა დავფიქრდეთ და საჭიროა გავაანალიზოთ რომ ზოგჯერ ჩვენი აზროვნება და ლოგიკა არ გვაძლევს საშუალებას ყველაფერი სწორად დავინახოთ, ისე როგორც ის სინამდვილეშია...ჯობია თავი შევიკავოთ წინასწარი დასკვნებისგან და არავინ გავაკრიტიკოთ სანამ დეტალლებში არ გავერკვევით, თუმცა არც დეტალებში გარკვევის შემდეგაა მიზანშეწონილი, ჯობია ყველამ ჩვენ-ჩვენ თავს მივხედოთ, სხვის ცხოვრებაზე ჭორაობას და კრიტიკას თავი დავანებოთ და საკუთარ ცხოვრებას მივხედოთ. ;)

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0