x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
სამთა სიყვარული-რა პერსპექტივა აქვს პოლიამორულ ქორწინებას?
imageამ რამდენიმე დღის წინ კოლუმბიაში მსოფლიოში პირველად 3–მამაკაციანი ოჯახი დარეგისტრირდა.ამრიგად კოლუმბია სამხრეთ ამერიკაში მეოთხე ქვეყანა გახდა არგენტინის, ბრაზილიის და ურუგვაის შემდეგ სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა.


მანუელ ხოსე ბერმუნდეს ანდრადე, ვიქტორ უგო პრადა და ალეხანდრო როდრიგესი ერთად ცხოვრობენ, ადრე ოთხნი იყვნენ, მაგრამ ალექს ესნაიდერ საბალა 2014 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.


"გადაწყვეტილი გვქონდა ოთხივეს გვექორწინა ჯერ კიდევ ალექსის გარდაცვალებამდე, მაგრამ ალექსის სიმსივნემ ჩვენი გეგმები შეცვალა, თუმცა ერთი წუთითაც არ დამიყრია ფარ-ხმალი"–აღნიშნა ვიქტორმა.


ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ ტრიომ ქალაქ მედელინიდან გადაწყვიტა იბრძოლოს თავიანთი "გაფართოებული" ქორწინებით და მიიღონ კონპესაციის უფლება ალექსის გარდაცვალების შემდეგ, ჩათვლილი, როგორც "ახლო ნათესავი".



image

ფოტოზე:ალექს ესნაიდერ საბალა "კვარტეტში" ცხოვრობდა, სანამ 2014 წელს კიბოთი არ გარდაიცვალა.


"საბუთების მიხედვით ჩვენ ვართ ოჯახი, ვცხოვრობთ ერთ ჭერქვეშ, ვიყოფთ სარეცელს, ვამზადებთ ერთად და ვაკეთებთ ყველაფერს როგორც ჩვეულებრივი ოჯახი"-აღნიშნავს ვიქტორი.


Loving More-ს აქტივისტების 2012 წლის კვლევის თანახმად 4000 პოლიამორულ ურთიერთობაში მყოფი ადამიანებიდან 2/3-მა განაცხადა, რომ დაქორწინდებოდნენ პარტნიორებთან კანონი თუ მისცემდა ამის უფლებას.ამავე 2012 წელს სან-პაულოში ლეგალურად სცნეს ერთი მამაკაცის და ორი ქალის ურთიერთობა.


სამი წლის შემდეგ ტაილანდში ბუდისტურ ტაძარში სამმა მამაკაცმა ქორწინების ცერემონია ჩაატარა.


სამი წლის წინ 28 წლის ხატვის მასწავლებელმა დიანამ ფლორიდიდან, რომელიც უკვე ორი შვილის დედა იყო თავის ქმარს, მენი რივასს შესთავაზა ექპერიმენტის სახით კიდევ კიდევ ერთ ქალთან დაეწყო ურთიერთობა.


" ასაკის მატებასთან ერთად მე კაცებიც მიყვარს და ქალებიც, ქორწინებამდე მენის 5 წელი ვხვდებოდი"-აღნიშნა დიანამ.

image


მეორე შვილის დაბადების შემდეგ დიანა დეპრესიაში ჩავარდა და მიხვდა, რომ მარტო ქმრის მხარდაჭერა არასაკმარისი იყო.


"ძალიან უბედურად ვგრძნობდი თავს, რომ არ შემეძლო ჩემი გრძნობების გამოხატვა მისი(ქმრის) მიმართ, თითქოს რაღაც მაკლდა, ყველაფერი თავის ადგილზე, როდესაც მელისა გავიცანით"-ამბობს დიანა.

imageვანესას და გაბრიელს უხარიათ, რომ ორი დედა ჰყავთ, აღნიშნავს დიანა.



ამჟამად 30 წლის ნავებით მოვაჭრე მენი ცოლთან, შვილებთან და 20 წლის მელისა ჯეიმსთან ერთად ცხოვრობს, ერთად ანაწილებენ საოჯახო ბიუჯეტს, ერთად უვლიან ბავშვებს, აკეთებენ საოჯახო საქმეს და რასაკვირველია იზიარებენ სარეცელს.


"მრავალი მამაკაცის ფანტაზიაში ტრიალებს ერთდროულად ორ ქალთან ერთად ცხოვრება-აღნიშნა მენმა-თავიდან შიში მქონდა, რომ მელისა ცოლს ჩამომაშორებდა, მაგრამ ყველაფერი ბევრად უფრო უკეთესად გამოვიდა ვიდრე მოველოდი."


სამივე აღიარებს, რომ თავიდან ეჭვი ღრღნიდათ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ დროთა განმავლობაში ისწავლეს ურთიერთობა, უფრო ღია და გულწრფელები გახდნენ ერთმანეთის მიმართ.


2020 წელს ტრიო დაქორწინებას აპირებს.


მენი და დიანა აპირებენ მელისას ბავშვების მეურვეობის უფლება გადაუნაწილონ, რომლებიც უკვე ახალგაზრდა ქალს "დედა ემ-ჯეის" ეძახიან.მელისა აგრეთვე აპირებს გვარი შეიცვალოს და რივასად დაეწეროს.


მთლიანად პოლიამორული ქორწინებას ბევრი მოწინააღმდე ჰყავს, კოულუმბიაში სამი მამაკაცის ქორწინებამ საზოგადოების რისხვა დაიმსახურა.კრიტიკოსები შიშობენ, რომ ამით ირღვევა ოჯახური ინსტიტუტის სიწმინდე.

თვით ლგბტ-ს უფლებების დამცველების ზოგიერთი წარმომადგენელი წინააღმდეგია პოლიამორული ქორწინების, მათი აზრით ეს არის ადამიანთა უფლებების დაცინვა თანაწორობისთვის ბრძოლაში.

3
290
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
290
  
2017, 24 ივლისი, 20:06
ეგრეა
2017, 24 ივლისი, 18:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2017, 24 ივლისი, 11:13
დეგრადაცია სახეზეა...
0 1 3