x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
100 000 კილომეტრი Toyota Yaris Hybrid-ით: საიმედო აგრეგატები, მაგრამ დაჟანგვადი ძარა

image
გერმანული საავტომობილო გამოცემის AutoBild-ის ჟურნალისტები განაგრძობენ რესურსულ გამოცდას სხვადასხვა "მსუბუქების", რისთვისაც გადალახავენ მათზე არანაკლებ 100 000 კილომეტრს საერთო სარგებლობის გზებზე. აქ გამქვეყნებულია Toyota Yaris Hybrid კომპაქტური ჰეჩბეკის რესურსული ტესტირების შედეგები.

ტესტირებული მანქანა აღჭურვილია 1.5 ლიტრიანი მოცულობის ბენზინის ძრავით, 75 ცხენის ძალიანი უკუცემით, ასევე 61 ძალიანი
სიმძლავრის ელექტროძრავით. მოქმედებს ძალური დანადგარი CVT ვარიატორთან ერთად.

მთლიანობაში ავტომობილმა ექსპლუატაციის დროს თავი გამოავლინა საუკეთესო მხრიდან: მას არ მოუხდენია სერიოზული უსიამოვნებები, თუმცა რამდენჯერმე თვითნებურად აინთო უსაფრთხოების ბალიშების მწყობრიდან გამოსვლის გამაფრთხილებელი ნათურა. თუმცა სერვისში ეს პრობლემა სწრაფად აღმოფხვრეს.

გავლილი 100 000 კმ-ის შემდეგ, იაპონური ჰიბრიდული ჰეჩბეკი მთლიანად იქნა დაიშლილი. ძალური აგრეგატების საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ, არ ყოფილა აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ცვეთა და გადაწყდა ავტომობილი ძარის შემოწმების შემდეგ კვლავ აწყობილიყო და მომხდარიყო მისი ექსპლუატაცია 200 000 კილომეტრიან გარბენამდე. მაგრამ თავად ძარას არ მოუგვრია სიხარული. ზოგიერთ ადგილებში, რომლებიც დაფარული იყო ხმისდამხშობი იზოლაციით ნაპოვნი იქნა ჟანგი და ეს გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ, რომ Autobild-ის ჟურნალისტებმა მანქანით 100 000 კმ გაიარეს სულ ორი წლის განმავლობაში. ასევე კოროზია აღმოჩენილი იქნა სამუხრუჭე დისკების რკინის სამტვერეებში, რომლებიც ორი წლის განმავლობაში
გადაიქცა ნამდვილ ცხავად.

ზოგადად მიმომხილველებიები აღნიშნავენ, რომ ქალაქში მგზავრობისათვის Toyota Yaris ჰიბრიდს არაუშავს, მაგრამ ამ მანქანით შორს გამგზავრება არ არის სასიამოვნო: 160 კილომეტრი/საათში სიჩქარის დროს საწვავის ხარჯი იზრდება 10 ლიტრამდე, ძრავა დატვირთვის დროს მუშაობს ხმაურით, დაკიდების სავალი სისტემა მძიმედ ამუშავებს უსწორმასწორებებს, ხოლო სავარძლები სალონში არ გამოირჩევიან კომფორტით.

0
113
2-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა ჯიქია
მამუკა ჯიქია
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0