x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ და ეფექტურად?
image ზღვის სეზონის დროს, ყველაზე აქტუალური სწორედ რუჯია. ყველას სურს ისეთი ნამზეური ჰქონდეს, რომ კანი ბზინავდეს და ფერი დიდხანს შეინარჩუნს. ამისთვის გირჩევთ, კაკოს ცხიმი და ქოქოსის კარაქი გამოიყენოთ.
კაკაოს ცხიმი შოკოლადის ხის მარცვლებისგან მიიღება. 16–18 გრადუსზე ცხიმი ინარჩუნებს მყარ მდგომარეობას და არის მტვრევადი, ხოლო 33–36 სხეულის ტემპერატურაზე დნება და გადადის თხევად მდგომარეობაში. მზეზე იგი ადვილად დნება და სითხედ გადაიქცევა. მისი კანზე დატანა არ გაგიჭირდებათ. კაკოს ცხიმი D, A, E ვიტამინებს, სპილენძს, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, თუთიასა და მანგანუმს შეიცავს. მის შემადგენლობაში ცხიმოვანი მჟავები და ტანინებია, რაც დადებით ზეგავლენას ახდნენ კანის სტრუქტურაზე.


image

კაკაოს ცხიმის სასარგებლო თვისებები



✅არბილებს და ატენიანებს კანს;
✅კვებავს ვიტამინებითა და მინერალებით;
✅რუჯის დროს, ხელს უშლის კანის სიჭრელეს;
✅იცავს კანს UV გამოსხივებისა და დამწვრობისგან;
✅ამკვრივებს კანს;
✅ აცხრობს გამონაყარსა და ანთებით პროცესს;
✅აუფერულებს შრამებსა და ნაწიბურებს (სტრიებს).




image

რაც შეეხება ქოქოსის კარაქს, მასაც ანალოგიური დადებითი თვისებები გააჩნია. ქოქოსის ცხიმი A, C, E ვიტამინებს, კალციუმსა და ფოსფორს შეიცავს. მისი შემადგენლობის 90% პოლიუჯერი მჟავებია. ქოქოსის ზეთის გამოყენებისას, კანი ინარჩუნებს ტენიანობას, ხდება ელასტიური, გლუვი და უბრუნდება ჯანსაღი ფერი. ქოქოსის ზეთი შეიცავს ბუნებრივ მზისგან დამცავ ფილტრს. ამიტომ თუ აპირებთ დიდი ხანი დაჰყოთ მზეზე კარგი იქნება თუ წაისვავთ ზეთს სახეზე, რადგან ის დაიცავს თქვენი სახის კანს დამწვრობისაგან. ამისგამო მას იყენებენ რუჯისთვის. კაკოს ცხიმისა და ქოქოსის კარაქის შეძენა, სხვადასხვა აფთიაქში შეგიძლიათ. გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს!


image

ეს საინტერესოა:

ყურძნის წიპწების ზეთი-ნებისმიერი დამატენიანებელი, სამკურნალო და მკვებავი კრემის ნაცვლად!




0
124
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0