x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მიშველე რამე, თეო... დამავიწყებინე სიყვარული"


image
ზუსტად 7 წლის წინ 2010 წლის 22 ივლისს, მუცოს ხეობაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ავარიას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი, თეონას და -ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი - მამუკა. მცირეწლოვანი დემტრე დაიაური და მამუკა არაბული მდინარემ გაიტაცა და მათი
გვამები მაშველებმა ვერ იპოვეს. გელა დაიაური ავტოკატასტროფას გადაურჩია, ამ ტრაგედიამ კი მის ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა და მოუნელებელ ტკივილად ექცა. სოციალურ ქსელში ყოველთვის აქვეყნებს მეუღლისა და შვილების ფოტოებს. ტრაგედიიდან 7 წლის შემდეგ კი, სოციალურ ქსელში ასე მიმართავს მეუღლეს: "დავიწყება... ეს სიტყვა რას ნიშნავს, ვერ მივხვდი.... როცა გიყვარს, როცა გყვარებია.... სიყვარული და დავიწყება....ორი უკიდურესობაა... ძალიან მიჭირს უშენობა და დღევანდელ დღეს განსაკუთრებით... 22 ივლისი... ტკივილის და ტანჯვის დღე... მიშველე რამე, თეო... დამავიწყებინე სიყვარული... ან მოდი, ან წამიყვანე თქვენთან.... მიყვარხარ!!! გაცხოვნოთ უფალმა..."



image



0
228
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0