x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ალკოჰოლიზმი

ალკოჰოლიზმი ქრონიკულად მიმდინარე ფსიქიკური დაავადებაა.ალკოჰოლი ანუ ეთილის სპირტი სხვადასხვა კოცენტრაციით შედის ალკოჰოლურ სასმელებში.ეთილის სპირტი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მიეკუთვნება და დამრთგუნველად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
image


დღესდღეობით მიაჩნიათ რომ ალკოჰოლმოხმარება მრავალრიცხოვანი ფაქტორების ურთიერთზემოქმედების შედეგს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება დაიყოს სოციალურ და ინდივიდუალურ ფაქტორებად. ტყუპების შესწავლა საშუალებას გვაძლევს ვიკვლიოთ გენეტიკური და ოჯახური ფაქტორის როლი ალკოჰოლის მოხმარების პატერნში.ამ გამოკვლევების თანახმად ალკოჰოლის მოხმარებისაკენ მიდრეკილებას განაპირობებს გარემო, თუმცა არასრულწლოვანებში მოხმარების რისკს ძლიერი გენეტიკური დეტერმინანტები გააჩნია. ალკოჰოლდამოკიდებულების მქონე მამაკაცების ვაჟიშვილები ალკოჰოლდამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ადრეული ასაკიდან ბიჭს უფრო აქეზებენ ალკოჰოლის მოხმარებისკენ ვიდრე გოგოებს.იაშვიათია შემთხვევები როცა ლოთი მშობლების შვილები საერთოდ არ მოიხმარენ ალკოჰოლს. რაც შეეხება პიროვნულ ფაქტორებს, კლინიკურ პრაქტიკაში ითვლება რომ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება დაკავშირებულია ქრონიკულ შფოთვასთან, მკვეთრად გამოხატულ არასრულფასოვნების განცდასთან ან საკუთარი სურვილების აყოლის ტენდენციასთან.

ალკოჰოლდამოკიდებულების პრევენცია ერთ-ერთი რთული პრობლემა თანამედროვე საზოგადოებისთვის. ალკოჰოლდამოკიდებულებისა და მოხმარების პრევენციის ორი გზა არსებობს. პირველი მიდგომა გულისხმობს ინდივიდებისთვის დახმარების გაწევას, მათ წარმართვას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მეორე მიდგომა გულისხმობს ისეთი სოციალური ცვლილებების განხორციელებას, რომელიც ზემოქმედებას მოახდენს ალკოჰოლის მოხმარების პატერნზე მთელ პოპულაციაში. არსებობს ოთხი მეთოდი მოსახლეობაში ალკოჰოლის მოხმარების შემცირებისა:

1. ალკოჰოლურ სასმელებზე ღირებულების/ფასის აწევა, რამაც შეიძლება მოხმარება შეამციროს.

2. ალკოჰოლურ სასმელების რეკლამის კონტროლი.

3.კონტროლი გაყიდვაზე- ეს შეიძლება განხორციელდეს სუპერმარკეტებში სასმელების გაყიდვის აკრძალვა ან მათი გაყიდვის საათების შეზღუდვა.

4.მოსახლეობის ინფორმირება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.სამწუხაროდ, არ არის ცნობილი რამდენად ეფექტურია ალკოჰოლის არასწორად გამოყენების მავნებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:ლაურა ყალიჩავა
ლაურა ყალიჩავა
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0