x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რა გავლენა აქვს კულტურას გენდერულ როლზე?
ტერმინის "კულტურა" გამოყენებისას უმეტესწილად ვგულისხმობთ image
ადამიანთა გონის მიერ შექმნილ ისეთ მაღალ ღირებულებებს, როგორიცაა: ლიტერატურა, ხელოვნება, მუსიკა და ფერწერა. ბიოსოციოლოგიური გაგებით კულტურა ადამიანის შემოქმედებით შექმნილი ჩამოთვლილი ფორმების გარდა, მოიცავს კიდევ სხვა რამეს. კულტურა ვლინდება საზოგადოების წევრების ყოფის ნებისმიერ ასპექტში. ის მოიცავს ქცევის მანერებს, ჩაცმას, საქორწინო და დაკრძალვის რიტუალებს, ოჯახური ცხოვრების ყაიდას, შრომით საქმიანობას, რელიგიურ ცერემონიალს და თავისუფალი დროის გამოყენებასაც. მასში შედის აგრეტვე ადამიანის სხვადასხვა ქმნილებანი, დაწყებული ქვის იარაღიდან კომპიუტერამდე.


ტერმინი კულტურა შეგვიძლია გამოვყოთ :საზოგადოებისგან", მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ კონცეფციას შორის არსებობს მჭიდრო კავშირი. კულტურა დაკავშირებულია საზოგადოების წევრთა ყოფით ჩვევებთან, ტრადიციასთან და იმ მატერიალურ დოვლათთან, რომელსაც ისინი ქმნიან. "საზოგადოება" გულისხმობს საერთო კულტურის მქონე ინდივიდთა ურთიერთდამოკიდებულ ერთიან სისტემას. ამიტომ არცერთი კულტურა არ არსებობს საზოგადოების გარეშე. ისევე როგორც, არ არსებობს არანაირი საზოგადოება კულტურის გარეშე.


კულტურა განიცდის ევოლუციას. კულტურული ნორმები ადამიანში იწვევს განწყობის ჩამოყალიბებას, რომელიც შემდეგ გავლენას ახდენს ქცევის ფორმულირებაზე. ნებისმიერი სოციალური მოვლენა და ფსიქიკური პროცესი საბოლოო ჯამში დადის ბიოლოგიური ევოლუციის შედეგამდე.

კულტურული ევოლუციის გავლენით დიდი ცვლილება განიცადა ქალთა მდგომარეობამ საზოგადოებაში. ადრე გერმანიაში ქალებში ყველაზე გავრცელებული სიტყვები იყო შვილი, ეკლესია და სამზარეულო. მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან ფემინისტურმა მოძრაობამ ძირფესვიანად შეცვალა საზოგადოებრივი აზროვნება. დღეს თანასწორუფლებიანობისათვის ბრძოლაში ლიდერობს გერმანია. რამდენიმე წელია გერმანიის სკოლებში შემოღებულ იქნა ახალი ასგანი- სქესთა თანასწორუფლებიანობა. იმისათვის, რომ ბავშვებმა უკეთ აითვისონ საგანი, გამოცემულია სავარჯიშო რვეულები ასეთი შეკითხვებით: " ვინ ამზადებს საჭმელს ჩვენს ოჯახში?", "ვის უფრო მეტი ხელფასი აქვს?", "ვინ რეცხავს აბაზანასა და უნიტაზს?". საწარმოებსა და დაწესებულებებში შემორებულია თანამდებობა- თან ასწორუფლებიანობისათვის პასუხისმგებელი". პოლიტიკური პარტიებიდან თანასწორუფლებიანიბისათვის ყველაზე აქტიურად იბრძვის მწვანეთა პარტია. მისი გავლენით პარტიებმა შემოიღეს მინიმალური ქვოტები. მწვანეთა ყრილობაზე მკაცრად არის დაცული ტრიბუნაზე ასვლის წესი, სადაც რიგრიგობით ადიან ქალები და მამაკაცები. მიუხედავად ასეთი თავგამოდებისა, გერმანელი ქალის საშუალო ხელფასი შეადგენს მამაკაცთა ხელფასის მხოლოდ 73%-ს, ხოლო დიდი საწარმოების ხელმძღვანელთა შორის ქალთა რიცხვი აღწევს ხუთ პროცენტს. სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა მიერ ხმის უფლებების მოპოვება მამაკაცებთან თანაბარ საფუძველზე სხვადასხვა დროს მოხდა.


გენდერულ როლებზე კულტურა დიდ გავლენას ახდენს. კულტურის წარმომადგენელლ ორივე სქესის სტუდენტებს ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტში დაუსვეს ასეთი შეკითხვები: უნდა ასრულებდეს ოჯახსი საქმეს ქალი თუ არა? ქალი რით უფრო უნდა იყოს დაინტერესებული - ქმრის კარიერით თუ საკუთარით? სტუდენტი ქალები, მცირედი გამოკლებით ვაჟებისგან განსხვავებით, მომხრენი არიან სქესთა თანასწორუფლებიანობისა. ვაჟი სტუდენტების პასუხებში თავი იჩინა კულტურული ტრადიციების გავლენამ. ნიგერიელ და პაკისტანელ სტუდენტებში იგრძნობოდა ტრადიციული შეხედულებების გავლენა ქალთა და მამაკაცთა შორის როლების დიფერენცირების საკითხში. დანიელი და გერმანელი სტუდენტი ვაჟები მომხრენი იყვნენ თანასწორუფლებიანობისა.


გენდერული როლები დროთა მსვლელობაში განიცდის ცვლილებას. 1938 წლისათვის ყოველი ხუთი ამერიკელიდან ერთი მომხრე იყო, რომ გათხოვილ ქალს თვითონ ეშრომა და ეშოვა ფული, როდესაც ქმარს ჰქონდა მისი შენახვის საშუალება. 1996 წელს ქალთა ასეთ სურვილს მხარს უჭერდა ამერიკელთა უმრავლესობა, ხუთიდან ოთხი. მიუხედავად ამისა, იმავე წლებში სამი ამერიკელი მამაკაციდან ორი თვლიდა, რომ ბავშვებისათვის იდეალური გარემო იქმნება იმ შემთხვევაში, თუ მამა მუშაობს დედა კი სახლში ზის და უვლის შვილებს.1967 წელს პირველკურსელი ამერიკელი სტუდენტების 57% მხარს უჭერდა, რომ გათხოვილ ქალებს არ ემუშავათ და დაკავებულნი ყოფილიყვნენ ოჯახური საქმიანობით. ამავე შეხედულებებს 1997 წელს მხოლოდ 25%-მა დაუჭირა მხარი. 1960-დან 1995 წლამდე ორმოცი წლის ასაკლს მიახლოებულ გათხოვილ ქალთა ხარჯზე მუშა ხელის რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა ავსტრალიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში. 1970 წლიდან განუწყვეტლივ იზრდება იმ ქალთა რაოდენობა, რომლებსაც სურთ გახდნენ იურისტები, ექიმები და დანტისტები. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამგვარი სტატისტიკა არ გაგვაჩნია.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:მარი შეყილაძე
მარი შეყილაძე
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0