x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შეცვალე შენი მსოფმხედველობა!
image იყო ერთი მდიდარი კაცო რომელსაც თვალების საშინელი ტკივილი ქონდა.მთელი ექიმები მოიარა და ყველგან იმკურნალა, თუმცა უშედეგოდ, ტკივილის შემცირების მაგივრად, მდგომარეობა სულ უფრო და უფრო რთულდებოდა.

ბოლოს გაიგო ერთ-ერთი ბერის შესახებ რომელიც თურმე ესეთი პრობლემების პროფესიონალი ყოფილა და ბევრიც მოურჩენია.

ბერმა გაიგო რა მისი პრობლემა, უთხრა:

-''კონცენტრირება მოახდინე მხოლოდ და მხოლოდ მწვანე ფერზე, და ეცადე შენი ხედვის არეალში რაიმე სხვა ფერი არ იყოს.''


კაცს გაუკვირდა ესეთი უცნაური დასკვნისა, თუმცა ისე გულით უნდოდა მორჩენა, ბარემ ამასაც ვცდიო.

მან დაიქირავა მხატვრები, იყიდა უამრავი მწვანე ფერის საღებავი და უბრძანა სასახლეში, ყველაფერი რასაც შეიძლებოდა მას თვალი მოეკრა, მწვანედ შეეღებად როგორც მას ბერმა ურჩია.

სულ რაღაც რამოდენიმე დღეში მთელი სასახლე მწვანედ იყო გადაღებილი.

1-2 კვირაში ბერი მის პაციენტს ესტუმრა რათა გაეგო როგორ იყო.მილიონერის მოსამსახურემ დაინახა თუარა ბერი, მცვანე საღებავის ფხვნილით ხელში მივარდა მას და მთლიანად მოაყარა.

გაკვირვებულმა ბერმა მოსამსახურეს ამის მიზეზი კითხა და მანაც უპასუხა:

-''თქვენ ყვითლებში იყავით გამოწყობილი, ჩემი უფროსისთვის კი მწვანეს გარდა სხვა ფერის დანახვა არ შეიძლება...''

ამის გაგონებაზე ბერმა გადაიხარხარა და უთხრა:

-''ნეტა მწვანე შუშის სათვალე გეყიდათ რომელიც სულ რაღაც რამოდენიმე დოლარი ღირს, ამ სასახლესაც არ დაამახინჯებდით და რამხელა ქონებას დაზოგავდით, შენ ხომ სამყაროს მწვანედ ვერ აქცევ...''

მორალი:

სისულელეა ეცადო შეცვალო სამყარო, პირველ რიგში ჩვენ ჩამოვყალიბდეთ, მოდი ვაღიაროთ რომ ზოგჯერ პრობლემა ჩვენშია და არა სამყაროში...შევცვალოთ ჩვენი მსოფმხედველობა და მერე სამყაროც სწორად მოგვეჩვენება! :)

0
84
2-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0