x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
10 ყველაზე საშიში ცეცხლსასროლი იარაღი
imageსამწუხაროდ კაცობრიობა გამუდმებით ცდილობს გააუმჯობესოს შეიარაღება, უფრო თანამედროვე და ძლიერი გახადოს.

გთავაზობთ ყველაზე საშიში თანამედროვე, დამანგრეველი ძალის იარაღების მიმოხილვას.


10. ავტომატ–ტყვიამფრქვევი უზი


image



9 მილიმეტრიანი ავტომატ–ტყვიამფრქვევი უზი არ ჩამოუვარდება სიძლიერით დიდი ზომის ავტომატებს. თავისი პატარა ზომის გამო ძალიან მოსახერხებელია მისი გამოყენება. თავისი ფუნქციონალურობით, მობილურობითა და სროლის მაღალი ტემპის გამო, ზნელია ვინმემ მეტოქეობა გაუწიოს.



9. პისტოლეტი M–1911


image


ხშირად იყენებდნენ მაფიოზური გარჩევების დროს. აგერ უკვე 50 წელია კრიმინალების საყვარელი იარაღია. პისტოლეტს ფანარი და პატარა ოპტიკური სამიზნე აქვს. ხშირად იყენებენ ქილერებიც. 45 კალიბრის პისტოლეტი თითქმის უხმაუროდ ისვრის.



8. ხელის ტყვიამფრქვევი მგ 4


image


45 კალიბრის ხელის ტყვიამფრქვევი მგ 4 ადამიანის მიერ გამოგონილი ერთერთი ყველაზე საშიში იარაღია. წუთში 770 ტყვიას ისვრის. სპეციალური სადგამი საშუალებას იძლევა ნებისმიერ ტექნიკაზე დავდგათ მოხერხებული სროლისათვის.



7. კალაშნიკოვის ავტომატი აკ–47


image


თავისი ისტორიის მანძილზე ამ ავტომატმა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. წუთში 600 ტყვიას გაისვრის.



6. 45 კალიბრის პისტოლეტი Glock, 45G.A.P.


image


დიდი პოპულარობით სარგებლობს სპეციალისტებში. თავისი კომპაქტური ზომების მიუხედავად ძალიან ძლიერი, ზუსტი, ფუნქციალური და საიმედო იარაღია.



5. ავტომატი HK416 A5


image


ამ ავტომატის სროლა ხელთათმანებითაც შეიძლება, აღჭურვილია ღამის ხედვის სამიზნით და სროლის მაღალი სიზუსტით გამოირჩევა.



4. პისტოლეტი DE50SRMMB


image


ერთერთი ყველაზე საშიში პისტოლეტია, მის ტყვიას შეუძლია ნებისმიერი ნივთი ათას ნაკუწად აქციოს. ყველა გასროლა სასიკვდილოა – მსხვერპლს გადარჩენის შანსი არა აქვს.



3. რევოლვერი Smith&Wesson


image
უმაღლესი ხარისხის, საკმაოდ ძლიერი იარაღია. გამოიყენება პოლიციის მიერ, აგრეთვე ნადირობისას და სპორტული სროლის დროს.



2. მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა AS50


image


ის შეიძლება განვიხილოთ როგორც მომავლის იარაღი. ახასიათებს საუკეთესო სიზუსტე და სიმძლავრე .



1 შაშხანა Tracking Point


image
დღესდღეობით ყველაზე საუკეთესო ცეცხსასროლ იარაღად ითვლება მსოფლიოში. მისი ღირებულება 22 000 დოლარია, ამიტომ მისი შეძენა ყველას არ შეუძლია. მას ლაზერული სამიზნე და კომპიუტერი აქვს, რომელიც მსხვერპლს უთვალთვალებს და თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას გასროლის შესახებ. კომპიუტერი WI-FI ზე დაყრდნობით მუშაობს. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შაშხანიდან სატელეფონო ზარის განხორციელებაც შეიძლება.

0
1380
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
1380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0