სხვა 16 წლის ლონდონელი მოზარდი ლონდონის ქუჩებში მოსიარულეებს მჟავას ასხავდა 2017, 16 ივლისი, 13:20 ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ორი არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც ქიმიური ნივთიერების გამოყენებით თავდასხმების მოწყობაში არიან ეჭვმიტანილები. 16 წლის მოზარდი, რომელიც გუშინ ღამით ლონდონის ქუჩებში მოსიარულეებს სახეში მჟავას ასხავდა, დაკავებულია და მას 15 ბრალდება წაუყნეს. ხოლო 15 წლის ბრალდებული სასამართლომ გირაოს საუფძველზე გაათავისუფლეს. ბრალდება მოიცავს ყაჩაღობას, სხეულის მძიმე დაზიანებას და ნივთის ფლობას საზიანო ქმედების განსახორციელებლად. 90 წუთის განმავლობაში ლონდონის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ ნაწილში 5 თავდასხმა განხორციელდა. 102 შეფასება არ არის
|