x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შუა საუკუნეების ქართველთა აღწერა

"image
აღმოსავლეთში არის აგრეთვე კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი, ეს ერი არის მეტად მებრძოლი ომში, მამაცი, მძლავრი აღნაგობის და ძლევამოსილი. ამ ერს ჰყავს ურიცხვი მეომარი, ეს ერი შიშის ზარს სცემს სარკინოზებს, თავისი თავდასხმებით ხშირად დიდ ზიანს აყენებს სპარსელებს, მიდიელებს და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრე მხარეებშიც სახლობს ურწმუნო ხალხებით გარშემორტყმული. ამ ხალხს ქართველებს უწოდებენ, რადგან ისინი განსაკუთრებით მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმინდა გიორგის, თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ის ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ყველა სხვა წმინდანზე მეტად სცემენ პატივს. ქართველები საღვთო წერილს ბერძნულად კითხულობენ და საეკლესიო საიდუმლოებებესაც ბერძნული წესით ასრულებენ. მათ სამღვდელოებას მრგვალი ტონზურები აქვს, ხოლო საერო პირებს - ოთკუთხედი. უფლის საფლავის მოსალოცად მომავალნი დროშებგაშლილნი შემოდიან წმინდა ქალაქში და ბაჟს არავის უხდიან. სარკინოზები წყენინებას ვერ უბედავენ, რადგან სახლში დაბრუნებულებს შეუძლიათ შური იძიონ თავიანთ მეზობელ სხვა სარკინოზებზე. ქართველ წარჩინებულ ქალებს ამორძალთა მსგავსად ომში რაინდებივით იარაღი აქვთ ასხმული. ქართველები მეტად აღშფოთდნენ და დაემუქრნენ დამასკოს მმართველ კორადინს, რომელმაც არად ჩააგდო მათი სურვილი და იერუსალიმის კედლები დაანგრია იმ დროს, როდესაც ლათინებს დამიეტასთვის ალყა ჰქონდათ შემორტყმული. ქართველებს თმა და წვერი ერთ წყრთამდე აქვთ მოზრდილი და თავზე ქუდები ახურავთ."


ჟაკ დე ვიტრი, ფრანგი ისტორიკოსი, ავგუსტინელი ბერი, იერუსალიმის პატრიარქი 1238-40 წლებში.

0
252
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0