x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
მამა სერაფიმე:"დამცხეთ! მზად ვარ პასუხი ვაგო“-უცნობის "აღსარების" შესახებ
image



ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერის სულიერი მამა სერაფიმ ბიტ-ხარიბი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელიც მისი და უცნობის(გია გაჩეჩილაძე) ერთობლივ შესრულებას შეეხება, რომელიც "აღსარების" სახელით გავრცელდა სოციალურ ქსელში.ვიდეომ საზოგადეობის ნაწილში მოწონება დაიმსახურა, ხოლო ნაწილმა (უმეტესად ცნობადმა სახეებმა)მწვავედ გააკრიტიკა და "მკრეხელობა", "პაპსა"და"იაფასიანი პერფომანსი" უწოდა.



"ხალხნო უწმინდესის ლოცვა კურთხევა თუ იყო რომ გამევრცელებინა ეს ლექსი, ტაძარში ხომ მე დავუშვი ამ ლექსის წარმოთქმა, ამიტომ რაც ტაძარში წარმოთქვას ეხება, სრულიად პასუხისმგებელი მე ვარ, ხალხნო აქ გიას ბრალი არაფერია ეს მე ვთხოვე რომ წაეკითხა რადგან უწმინდეს მოეწონა, ამიტომ დამცხეთ მზად ვარ პასუხი ვაგო..

image


გამოვედით უწმინდესისგან :) მეც და გიაც ჩაგვიხუტა და თქვა რომ მას ძალიან მოსწონს ეს ჩვენი შესრულება, ისევ გაგვიმეორა ამის შესახებ. მტრებს რა დალევს :) მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ რომ უწმინდესმა მითხრა რომ სხვა დროს ტაძარში ნუღარ შეასრულებთო აი რა თბილი იყო დღეს ვერც კი აგიხსნით, ეს იყო სამებაში და გვითხრა რომ.... აი რა გვითხრა, ხვალ გაიგებთ იმედის დილას გადაცემაში ... მაგრამ გამოგიტყდებით ყველაფერი კარგად არის .




შეგახსენებთ, ამა წლის მაისში მამა სერაფიმე კიდევ ერთ სკანდალში გაერია, როდესაც სოციალურ ქსელში მისი და მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ერთობლივი ფოტო გავრცელდა, რამაც საზოგადოების უმეტესობის გაღეზიანება გამოიწვია.


"ხალხნო, მაინტერესებს ამ ლუჟკოვის ჩვენთან წირვის დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა. თურმე ის ყოფილა ოკუპანტი. პირველ რიგში მე გეკითხებით თქვენ. ამ კაცს მე გავეცი ვიზა? მე მივანიჭე მას საპატიო მოქალოქობა თბილისის და ბათუმის? და თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში? და ადამიანი მოვიდა წირვის დასასწრებათ, მეთქვა წადი თქო აქედან? ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი. მაგრამ რაც მთავარია ეკლესიაში და მის მდებარე ტერეტორიაზე პოლიტიკაზე არავის არ მივცემ უფლებას რომ ილაპარაკოს. მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ. და ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი გინდ მტერი მოვიდეს და გინდ მეგობარი. ეს არის ჩემი კერძო აზრი ამიტომ თუ რომელიმე თქვენთაგანი დავბრკოლე შენდობას გთხოვთ", -ასეთი განარტება გააკეთა მაშინ მამა სერაფიმემ.

image


0
560
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0