x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ეს ინფორმაცია შოკში ჩაგაგდებთ! რუსული სამხედრო ბაზები საქართველოში და მცოცავი საფრთხე!

image
ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, კონკრეტულად რა ადგილებში და რამდენი სამხედრო ბაზა აქვს რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე. არც ის იცით, რომ ეს ყველაფერი თქვენს გვერდით, თქვენს სახლთან ახლოს ხდება! რამდენიმე დღის წინ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სამხედროებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი 3 ივლისს განათავსეს. ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი 10 ჰექტარი მიწა საოკუპაციო ზოლში მოექცა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით YOUTUBE-ს გვერდზე მომხმარებელმა "CyborgMcloud" ვიდეო განათავსა, სადაც დეტალურად არის აღწერილი წლების განმავლობაში როგორ წევდნენ რუსები თვითნებურად საზღვარს და როგორ აშენებდნენ სამხედრო ბაზებს. ჩვენ ამ დროს მშვიდად ვსხედვართ და გვგონია, რომ უსაფრთხოდ ვართ. ამ ინფორმაციას მოსახელობას არავინ აწვდის. აუცილებლად უყურეთ ვიდეოს! ეს მდგომარეობა საგანგაშოა! image


ასევე ფეისბუქ გვერდზე "ქრონიკა+"-ის ჟურნალისტების ინიციატივა ანუ ივენთი გავრცელდა, რომელიც 14 ივლისაა დაგეგმილი, სადაც აღწერაში წერია: "
აქციის გამართვა მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ. გასვლა სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ზოლთან. აქციაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად პარტიული სიმპათიისა და კუთვნილებისა.დაგეგმილია გასვლა საოკუპაციო ზოლთან, ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სახელმწიფო დროშებით და თემატური ტრანსპარანტებით ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე, 2013 წლის 13 მაისს ავღანეთში დაღუპული კაპრალის ალექსანდრე კვიწინაძის საფლავის შემკობა ყვავილებით - საოკუპაციო ზოლი ამ საფლავიდან რამდენიმე ასეულ მეტრში გადის."

3
513
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
513
  
2017, 7 ივლისი, 14:13
ცდება ეს ბიჭი, როკის გვირაბთან საკმაოდ ახლოს ორხიდიანი სატვირთო მანქანითაც მშვენივრად გადახვალ ზაფხულში.
როკის გვირაბზეც ცდება გვირაბის ორივე შტოლი გააფართოვეს და ორივე გვირაბს შეუძლია დიდძალი ტექნიკის გატარება. ძირითადი ორმხრივი მოძრაობისათვის და მეორე ცალმხრივი მოძრაობისათვის.
2017, 7 ივლისი, 11:12
სტატიაში არც წერია ეგ ინფორმაცია. ვიდეოზეა აქ საუბარი. მე პირადად ასე დეტალურად არც ვიცოდი სად იყო რუსული ბაზები და მართლა კარგად აღწერს ეს ბიჭი ყველაფერს.
2017, 6 ივლისი, 23:43
მე ვერაფერი ვნახე ამ სტატიაში შოკში ჩამგდები, დაზუსტებითაა ცნობილი რამდენი სამხედრო ბაზა აქვთ ოკუპანტებს აფხაზეთში და ოკუპირებულ სამაჩაბლოში და თითოეული მათგანი მონიშნული მაქვს ჩემს ბლოგში.
რაც შეეხება მცოცავ ანექსიას ეს სააკაშვილის და მისი მთავრობის დამსახურებაა, როცა შექმნეს სრულიად უმაქნისი და არაფრისმომცემი ქურთის ადმინისტრაცია, რომლებსა ცჩააბარეს ახალგორი და რიგი ქართული სოფლები ლიახვის ხეობიდან. ოკუპაციის მერე რუსული მხარე ახდენს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების აღდგენას.
მოჰკითხეთ ნაციონალურ მოძრაობას!!!
0 1 3