x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
გელენტვაგენის ახალი "მომრგვალებული" ვერსია გამოჩნდა

imageსატიუნინგო ატელიე ARES Performance –ს მიერ შექმნილი უჩვეულო პროექტი ბევრს ახალი თაობის G-კლასი ეგონა.

ბევრს არ მოსწონს გელენტვაგენის კუთხოვანი ფორმები, ამიტომ ატელიეში გადაწყვიტეს მისი ფორმები მოემრგვალებინათ. ასე შედგა პროექტი X-Raid, რომელიც Mercedes-AMG G63 –ს ბაზაზე შეიქმნა. მას შეუცვალეს ძარის პანელები ახალი კარბონის მასალისაგან, რამაც მანქანა 200 კილოგრამით შეამსუბუქა. მანქანა ახალი მოდელის მერსედესი გეგონებათ.

მანქანას ახალი 5, 5 ლიტრი მოცულობის V8, ფორსირებული 835 ცხენისძალიანი ძრავი აქვს. (სტანდარტულ G63 –ს 571 ცხენისძალა აქვს).

სალონის გასაწყობად საუკეთესო ხარისხის ტყავი და ხეა გამოყენებული. ამასთან ინტერიერს დამკვეთის სურვილის მიხედვით შეარჩევენ, რათა ორი ერთნაირი მანქანა არ იყოს.


0
327
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0