x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ფეინთბოლის ტურნირის ნახევარფინალში გასული გუნდები ცნობილია

ასრენალი

2 ივლისს ჟურნალ "არსენალის" ინციატივით დაწყებული ფეინთბოლის ტურნირის მეორე ეტაპის თამაშები გაიმართა, სადაც ნახევარფინალური ეტაპის მონაწილეები გამოვლინდნენ.

თამაში "პალიტრა მედიისა და "ქებულის" გუნდებმა გახსნეს, რომელიც "ქებულის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა და შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე გადავიდა...


არსენალი2
მეორე თამაში "ავერსსა" და პროექტის სპონსორს, იზოტონური და ვიტამინიზებული სასმელების მწარმოებელ კომპანია "ოშის" შორის გაიმართა, სადაც "ავერსმა" გაიმარჯვა.

საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა მესამე თამაში, სადაც "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" და "ფრეგო" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი ქულა "თეგეტამ" მოიპოვა, თუმცა თამაშის მეორე რაუნდში "ფრეგოს" ერთ-ერთმა წევრმა მოწინააღმდეგე გუნდიდან სამი წევრის განეიტრალება შეძლო და თავის გუნდს ერთი ქულა მოუტანა. თამაში ფრედ დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კიდევ ერთი რაუნდის დამატება გახდა საჭირო. გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვება "თეგეტამ" მოიპოვა.


არსენალი3
ნახევარფინალური თამაში 8 ივლისს შედგება, სადაც "ქებულის", "ავერსისა" და "თეგეტას" გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

გამარჯვებული ორი გუნდი ფინალში 9 ივლისს დაუპირისპირდება ერთმანეთს. ტურნირის გამარჯვებულ გუნდს "არსენალის" თასი და სპეციალური პრიზები გადაეცემა "სილქნეტისა" და "ფრეგოსგან".
იხილეთ ფოტოგალერეა

ავტორი: ლალი პაპასკირი

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0