x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა, ერთი წლის განმავლობაში, მოგზაურობაზე $ 5.7 მილიონზე მეტი დახარჯა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი
2016-დან 2017 წლამდე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა იმოგზაურეს 65-ჯერ, რომელზეც 4.5 მილიონი ფუნტი დაიხარჯა (ან 5.7 მლნ აშშ დოლარი), რომელიც 500, 000 ფუნტით მეტია, ვიდრე 2015 წელს. ამაზე საუბრობს დღეს ყველა ბრიტანული გამომცემლობა. ბიუჯეტის მთავარი ""მფლანგველი "" უილიამი და კეიტ მიდლტონი კი არ აღმოჩნდა- ყველაზე პოპულარული ოჯახის წევრები, არამედ პრინცი ჩარლზი.

ამ წელს ყველაზე ძვირად ღირებული 9 დღიანი ტური გახდა ჩარლზის და ჰერცოგინია კამილას მოგზაურობა რუმინეთში, იტალიასა და ავსტრიაში -ის ღირდა 154 ათასი ფუნტი. ამ ტურის ჩარჩოებში ჰერცოგული წყვილი პირველად გაფრინდა სამთავრობო თვითმფრინავ RAF Voyager A330-ით, რომელიც წინა პრემიერ მინისტრმა დევიდ კამერონმა 10 მილიონი ფუნტად შეიძინა, ავიახაზებით რეგულარული მოგზაურობების ეკონიმიის მიზნით.




პრინცი ჩარლი და გერცოგინა კამილაპრინცი ჩარლზი და ჰერცოგინია კამილა იტალიაში


პრინცი ჩარლზი და კამილაჰერცოგინია კამილა და პრინცი ჩარლზი ვენაში



გარდა ამისა, გასულ წელს, პრინცი ჩარლზი და კამილა ტურით ახლო აღმოსავლეთს ეწვივნენ . ეს მოგზაურობა მათ დაუჯდათ 92, 000 ფუნტი.

პრინცი ჩარლზი და კამილა აბუ დაბიში

ჰერცოგინია კამილა და პრინცი ჩარლზი შეიხი ზაიდას მეჩეთში, აბუ- დაბიში.


შემდეგი ძვირადღირებული მოგზაურობა, გასული წლის აპრილში, გახდა პრინც უილიამ და კეიტ მიდლტონის ტური ინდოეთში და ბუტანში. წყვილის და მათი გუნდის ფრენები სამეფო ხაზინას თითქმის 38 ათასი ფუნტი დაუჯდა, და 62 ათასი ფუნტზე უფრო მეტი დაიხარჯა პირადი ფრენების რეისებზე ამ ქვეყნებში.

კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამიკეიტ მილდტონი და პრინცი უილიამი ტაჯ-მახალის მეჩეთის ფონზე აგრაში, ინდოეთში.


უილიამი და კეიტიკეიტ მილდტონი და პრინცი უილიამი “ვეფხვის ბუდის'' მონასტერთან ბუტანში.


პრინცი უილიამის 2016 წლის ვიეტნამის ტურის ფრენები, ნოემბერში, დაჯდა 37 ათასი ფუნტი, და 24 ათასი ფუნტი ღირდა ტრანსპორტი კეიტის და უილიამის საფრანგეთში ვიზიტის დროს. ბიუჯეტიდან დიდი ნაწილი დახარჯა პრინცმა ენდრიუმ-მისი ფრენები მალააზიაში დაჯდა თითქმის 22 ათასი ფუნტი და კერძო ფრენები თურქეთში ოჯახს დაუჯდა 37 ათასი ფუნტი.

პრინცი უილიამი ვიეტნამშიპრინცი უილიამი ვიეტნამში.


0
230
3-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0