x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დღეს დილით კიევში საკუთარ მანქანაში სავარაუდოდ ააფეთქეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, დაზვერვის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკი

image ""Mercedes"–ის მარკის აფეთქების შედეგად, დღეს დილით კიევში სოლომენსკოეს რაიონში დაიღუპა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკი მაქსიმ შაპოვალი"–იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა ღრმა მწუხარება გამოხატეს და მიუსამძიმრეს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით აფეთქებისას შემთხვევის ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები, ნაციონალური პოლიციის შესაბამისი უწყებები, კრიმინალისტები და მაშველები.
აფეთქებას მიენიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
პოლკოვნიკი მაქსიმ შაპოვალი მეთაურობდა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის არტიომ შევჩენკოს განცხადებით დაღუპული პოლკოვნიკი 1978 წელსაა დაბადებული.





0
190
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0