x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუკი შავ წერტილებს სახეზე უშედეგოდ ებრძვით, ეს უნდა წაიკითხოთ!

მსოფლიოში უამრავ ქალს აწუხებს გაფართოებული ფორების პრობლემა, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰორმონებთან, გენეტიკასთან, სტრესთან და კიდევ სხვა გარემოებებთან.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ კანს აუცილებლად სჭირდება სუნთქვა და ხშირად ის საშუალებები, რომლებსაც ფორების დასახურად ვიყენებთ უარესს შედეგს გვაძლევს.
თუ თქვენ ძალიან განიცდით თქვენს სახის კანზე გაჩენილ ფორებსა და შავ წერტილებს, რამდენიმე რეცეპტის საშუალებით შეძლებთ ამ პრობლემას თავი დაახწიოთ სახლის პირობებში.
image

1.რძის შრატი-შესანიშნავი საშუალებაა სახის კანზე ფორების დასახურად.
მის გამოყენებამდე სახე საგულდაგულოდ დაიბანეთ და შემდეგ შრატით გაჟღენთილი ბამბა წაისვით სახეზე. დაელოდეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი ან ცივი წყლით.
ამ პროცედურის გაკეთება სასურველია ყოველ დღე, დაძინებამდე.

2.სალბის ლოსიონი-იგი ეხმარება ცხიმიან კანს და აქვს ანტისეპტიკური თვისებები.
ლოსიონი დაიტანეთ კანზე ისე როგორც რძის შრატის შემთხვევაში.
image

3.პაპაია-საკმაოდ ორიგინალური ინგრედიენტია სახის მოვლისთვის. ეს ხილი ნამდვილად ხურავს ფორებს, სახის კარგად დაბანვის შემდეგ წასვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

4.თიხის ნიღაბი-ერთ-ერთი ყველაზე პოპულარუ გზა სახის გასაწმენდათ, უბრალოდ დაუმატეთ მცირე რაოდენობის წყალი თეთრ ან მწვანე თიხას და ნარევი ფუნჯით წაისვით სახეზე, დაელოდეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით.
ამ მეთოდის გამოყენება ორ კვირაში ერთხელ შეგიძლიათ.
image

5.ნუშის ფხვნილი-თუკი მაღაზიაში დაფქვულ ნუშის ფხვნილს ვერ იშოვით, შეგიძლიათ ნუში შეიძინოთ და თავად დაფქვათ. დაუმატეთ ცოტა წყალი და წაისვით სახეზე, დაელოდეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ამ პროცედურის გაკეთება კვირაში 2-3-ჯერ შეგიძლიათ.

6.ლიმონის წვენი-ამ პროცედურის გაკეთება ყოველდღე არ შეიძლება, რადგან შესაძლოა მზის მოხვედრამ კანი დაგიწვათ, ამიტომ მისი შესრულება ძილის წინ უკეთესია.
ლიმონის წვენი დავასხათ ბამბაზე და წავისვათ სახეზე, დაველოდოთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
გაფრთხილება: ლიმონის წვენი თვალში არ უნდა მოგხვდეთ!

7.კვერცხის ცილა-ერთი კვერცხის ცილა და ერთი კოვზი სიმინდის ფქვილი შევურიოთ ერთმანეთს, დავიტანოთ სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ყველა ეს პროცედურა საკამოდ მარტივი და ეფექტურია, ამ ჩამონათვალიდან აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი და შედეგს ძალიან მალე შეამჩნევთ!

ჯანმრთელობასა და სილამაზეს გისურვებთ!



0
450
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0