x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
როგორ შევუხამოთ კაბას ფეხსაცმელი იდეალურად
ყოველდღიური კაბები, საღამოს კაბები, საზაფხულო კაბები... კაბების უამრავი სახეობა არსებობს, ასევე, ფეხსაცმლისაც. ჩვენ ხშირად ვფიქობთ, რომელკაბას რომელი ფეხსაცმელი მოუხდება.

სტატიაში გთავაზობთ ერთგვარ გზამკვლევს შემდგომში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.


1. ღია საღამოს კაბისთვის ღვედებიანი, ქუსლიანი სანდლები იდეალურია.

image



2. მკერდდახურული საღამოს კაბისთვის კი ისეთი ქუსლიანი ფეხსაცმელი სჯობს, რომელიც ფეხის თითებს ფარავს.

image


3. ე.წ. ტრაპეციული კაბისთვის კარგი ვარიანტია პლატფორმიანი სანდლები, ბალეტკები ან ფეხსაცმელები დაბალ ქუსლზე.

image

4. გრძელ, ჩამოშვებულ კაბას მაღალქუსლიანი, დაბალქუსლიანი ან ე.წ. ბერძნული სანდლები მოუხდება.

image

5. სპორტული კაბებისთვის კედები, ბოტასები, დაბალძირიანი ბალეტკები ან პლატფორმიანი სანდლებია შესაფერისი.image


6. ყოველდღიურ, ჩვეულებრივ კაბებთან მაღალი ან საშუალო ზომის ქუსლიანი ფეხსაცმელი, მოკასინები ან ფოსტლები შეგიძლიათ ჩაიცვათ.

image


7. ოფიციალურ კაბებს უხდება დახურული, ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომლის ქუსლის ზომაც 4 სანტიმეტრზე მეტი არ არის.

image


8. კაბებისთვის, რომელსაც გაშლილი ბოლო აქვს, ღია ან დახურული ქუსლიანი ფეხსაცმელია საუკეთესო ვარიანტი.

image


9. კაბებს, რომლებსაც სამკუთხედურად აქვს გული ჩაჭრილი, სხვადასხვა დიზაინის ქუსლიანი სანდლები უხდება.

image


10. მოკლე, სხეულზე მომდგარ კაბასთან ღია, ქუსლიანი სანდლები, ხისძირიანი საბოტები და დახურული ტუფლები შეგიძლიათ ჩაიცვათ.

image

11. კაბებს, რომელთა ყელიც მაისურს ჰგავს, პლატფორმიანი სანდლები, კედები ან ტუფლები შეგიძლიათ შეუხამოთ.

image


12. ვიწროზორტიან კაბებთან შეგიძლიათ ჩაიცვათ კედები, მაღალქუსლიანი, წვრილღვედიანი სანდლები ან დაბალი სანდლები.

image

13. შემოსახვევ კაბებთან მხოლოდ მაღალქუსლიანი სანდლებია რეკომენდებული.

image


14. რაც შეეხება ზაფხულის კაბებს, მასთან დაბალი სანდლების, პატარა ზომის ქუსლიანი სანდლების ან განიერი ქუსლის მქონე ესპადრილების ჩაცმა შეგიძლიათ.

image



როგორ შევუხამოთ ფეხსაცმელი კაბას ფერის და მოდელის მიხედვით:


♕შეარჩიეთ ფეხსაცმელი, რომელიც თქვენს კაბაზე მუქია.

♕ფერების კონტრასტი ფეხსაცმელსა და კაბას შორის იმ შემთხვევაშია ლამაზი, თუ ფეხსაცმლის ფერი რომელიმე აქსესუარის ფერს ემთხვევა.

♕თეთრ კაბებს ყველაზე მეტად თეთრი ან კრემისფერი ფეხსაცმელი უხდება, ასევე მრავალფერიანი, ნათელი ან ჩუქურთმებიანიც.

♕ყავისფერ კაბას წითელი ფეხსაცმელი ეხამება.

♕შავ კაბასთან ყველა ფერის ფეხსაცმლის ჩაცმა შეგიძლიათ.

♕მრავალფერიან კაბებთან ჩაიცვით შავი ფეხსაცმელი, თუ კაბა მუქ ფერშია და ჩაიცვით თეთრი ფეხსაცმელი, თუ კაბა ღია ფერებშია.

♕უბრალო, სადა კაბებს მოჩუქურთმებული, დეტალებით დატვირთული ფეხსაცმელი უხდება.

♕კაშკაშა ფერების კაბები კი ხორცისფერ ფეხსაცმელებს ეხამება.


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


❤2017 წლის 6 მთავარი მოდური ტენდენცია

image

0
1525
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1525
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0