x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რჩევები 30-ს გადაცილებულებს – 60-ს გადაცილებულებისგან! ამის წაკითხვა ნამდვილად ღირს!

image

ეს არის ბრძენი ადამიანების რჩევები, რომლებმაც ცხოვრებაში ბევრი რამ გადაიტანეს და მათი გამოცდილება ნამდვილად ყურადსაღებია არა მარტო 30-ს გადაცილებულებისთვის, არამედ უფრო ახალგაზრდა თაობისთვისაც.

• ასაკობრივი ცვლილებები მადლიერებით მიიღეთ.

• ყოველთვის პოზიტიურად იაზროვნეთ და ცხოვრების თითოეულ სიტუაციაში, მხოლად დადებითი ეძებეთ.

• ყოველი დღე მაქსიმალურად გამოიყენეთ, რადგან არავინ იცის მომავალში რა მოხდება.

• გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ერთ გაელვებაში შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.

• ასაკი — მხოლოდ ციფრებია, რომელიც არ განსაზღვრავს ადამიანის პიროვნებას.

• იცხოვრეთ მოცემული მომენტით.

• გამოდით ოთხი კედლიდან და გაისეირნეთ.

• აუცილებლად იპოვეთ ჰობი. ის ერთფეროვნებისგან გიხსნით.

• საკუთარ თავთან ყოველთვის მართალი იყავით. ძნელია, მაგრამ ეს ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.

• დაივიწყეთ საზოგადოებაში გამეფებული ასაკობრივი სტერეოტიპების შესახებ.

• ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ ასაკი გემატებათ, — იმაზე ინერვიულეთ, რომ მოსაწყენი არ იყოთ.

• მოხუცებულობა გარდაუვალია — მნიშვნელობა არა აქვს, გვეშინია ჩვენ მისი, თუ არა. უბრალოდ იცხოვრეთ!

• არასდროს შეწყვიტოთ შთაგონების ძებნა.

• ცხოვრება — უბრალო რამ არის, მაგრამ ხშირად, რთული გასავლელია. ისწავლეთ, იკითხეთ, იმოგზაურეთ..

• იყიდეთ კლასიკური სამოსი. კლასიკა ყოველთვის მოდაში რჩება.

• ნუ მოაგროვებთ ხარახურას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან.

• გიყვარდეთ და თქვენს ახლობლებს ისე მოექეცით, როგორც თქვენ გინდათ რომ ისინი მოგექცნენ.

• გიყვარდეთ გულწრფელად და უანგაროდ.

შვილების ყოლის გადაწყვეტილება მაშინ მიიღეთ, როდესაც ნამდვილად გექნებათ შესაბამისი სურვილი. ამისთვის დადგენილი დრო არ არსებობს.

• თანაგრძნობა მხოლოდ სხვების მიმართ კი არა, საკუთარი თავის მიმართაც გამოიჩინეთ.

• რაც შეიძლება მეტი სურათი გადაიღეთ. ზოგიერთი ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან წავა, ფოტოსურათი კი მთელი ცხოვრების მანძილზე დაგრჩებათ.

• ისწავლეთ პატიება.

• დაივიწყეთ წყენა და მეხსიერებაში მხოლოდ დადებითი ემოციები შეინახეთ.

• გააკონტროლეთ ახლო მეგობრების წრე, ნუ შეუშვებთ მასში ზედმეტ ადამიანებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

• დააფასეთ ოჯახი. ის ყოველთვის თქვენთან იქნება, ყოველთვის დაგეხმარებათ, ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს.

• არასდროს დაწვეთ დასაძინებლად, თუ საკუთარ თავზე ან ვინმეზე ხართ გაბრაზებული.

• რაც შეიძლება ხშირად უთხარით თქვენს ახლობლებს, რომ გიყვართ.

• 30 წლის შემდეგ, გაფურჩქვნის ხანა დგება. გააცნობიერეთ თქვენი სილამაზე.

• ნუ დახარჯავთ დროს იმაზე ნერვიულობაზე, რისი შეცვლის საშუალებაც არა გაქვთ.

• გაწყვიტეთ ცუდი ურთიერთობები: თქვენ ვერ შეძლებთ სხვა ადამიანის შეცვლას.

• დაივიწყეთ მიმიკური ნაოჭები. ხშირად გაიღიმეთ!

• მიენდეთ ინტუიციას.

• არასოდეს ისაუბროდ საკუთარ თავზე ცუდად. და არც იფიქროთ.

• ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.

• ნუ დაისახავთ მიზნად სრულყოფილებას. იყავით უნიკალური.

• ხანდახან, უმცროს თაობასაც მიეცით უფლება, რომ თქვენი მასწავლებელი იყოს.

• ნურასოდეს მისცემთ შიშს თქვენზე გამარჯვების უფლებას.

• არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება — მენტალურად, ფიზიკურად და სულიერად.

• დააფასეთ ხანდაზმულობის დადებითი ასპექტები: თქვენ ნაკლები პასუხისმგებლობა და მეტი თავისუფალი დრო გექნებათ.

• ნურავის მისცემთ იმის თქმის უფლებას, რომ თქვენ მოხუცი ხართ საიმისოდ, რასაც აკეთებთ. ან პირიქით, მეტისმეტად ახალგაზრდა ბრძანდებით.

• ნუ გეშინიათ. აქ, მეშვიდე ათწლეულში, ყველაფერი კარგად იქნება. ბუნება, ჩვენ, ცხოვრების თითოეული ეტაპისთვის გვამზადებს.

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageუკეთესად იცხოვრებთ, თუ ამ 3 რამეს გაიტანთ სახლიდან!

თუ გინდათ, რომ უკეთესად იცხოვრით... 35 მნიშვნელოვანი აზრი ცხოვრების შესახებ

ბედნიერებაა, როდესაც...

შემთხვევით არაფერი ხდება...

10 წინადადება, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

მრისხანება, შიში, მწუხარება, ეჭვიანობა... რა გავლენას ახდენს უარყოფითი ემოციები ორგანიზმზე

ოქროს წესი «3 რამ»

გაიმეორეთ ეს მაგიური სიტყვები ყოველდღე და თქვენი ცხოვრება შეიცვლება

2
3726
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3726
  
2017, 1 ივლისი, 9:13
დილი მადლობა,
2017, 1 ივლისი, 0:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2