"MACH&MACH" საკმაოდ ცნობილი ბრენდია თბილისში. თუმცა, როგორც ბოლო სახლეებიდან ირკვევა, მათი ცნობადობა ქვეყნის საზღვრებს სცდება. სწორედ "MACH&MACH"-ის სამოსით წარსდგა კეტი პერი ლოს-ანჯელესში გამართულ კონცერტზე. როგორც დიზაინერი დები აცხადებენ, ბრენდს მომღერლის ასისტენტები დაუკავშირდნენ და კოლექციიდან რამდენიმე სურათის გაგზავნა სთხოვეს. სწორედ აღნიშნული კოლექციიდან აარჩია პერიმ სამოსი, რომელითაც მაყურებლის წინაშე წარსდგა.