x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მცენარე, რომელიც უამრავ ავადმყოფობას ამარცხებს, ეს უნდა იცოდეთ!
image


თავშავა ეს არის ბალახოვანი მცენარე. ის თითქმის ყველგანაა გავრცელებული.იზრდება ველზე, ტყის პირებში, მშრალ, ღია ადგილებში, ბუჩქნარში. ნედლეულად გამოიყენება მთელი მცენარე; ნედლეულს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. ჭრიან დანით, აშრობენ შენობებში, რომლებიც კარგად ნიავდება და შემდეგ აცლიან ყვავილებსა და ფოთლებს.
თავშავას მიწისზედა ნაწილი შეიცავს 1, 2%-მდე ეთერზეთს, 12, 5%-მდე სეკვიტერპე-

ნებს, ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებებს. თესლში ნაპოვნია 28%-მდე გამშ-

რალი, ცხიმოვანი ზეთები. თავშავას ეთერზეთს სასიამოვნო სუნი აქვს და შეიცავს მცი-


რე რაოდენობით ანტისეპტიკურ საშუალებას – თიმოლს. მისი ნაყენი გამოიყენება გაცი-

ვების, ბრონქიტის, ყივანახველის, ხუთვის, ფილტვის ტუბერკულოზის, გასტრიტის, ნაწლავების ატონიის, ქალური დაავადებების, რაქიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს. მას იყენებენ აგრეთვე ყელში გამოსავლებად და აბაზანების მისაღე-

ბად. თავშავას ზეთს ან სპირტიან ნაყენს იწვეთებენ კბილის ღრუში ტკივილის დროს.
ნაღველმდენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს აიღეთ 1 ჩაის კოვზი თავშავა, დაასხით 200 მლ “1 ჩაის ჭიქა'' ადუღებული წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 1 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ. თავშავა ძირითადად გამოიყენება სხვა მცენარეებთან ერთად, მისი გამოყენება და-

უშვებელია ორსულობის პერიოდში. გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
341
5-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0