x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
დღენაკლული ჩვილი,რომელიც დედის ხელთათმანმა გადაარჩინა
image

იამილ ჯექსონის ვაჟი ვადამდე 12 კვირით ადრე გაჩნდა და 1200 გრამს იწონიდა.ის სპეციალურ ინკუბატორში მოათავსეს. იამილი მთელ დღეს ვაჟთან ატარებდა, ღამით განყოფილებაში დარჩენის ნებას კი ექიმები არ აძლევდნენ.

დღენაკლულ პატარებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები აღენიშნებათ, შესაძლოა ვერც მოხერხდეს მათი გადარჩენა, ამიტომ იამილს სულ იმის შიში ჰქონდა როცა სახლში მიდიოდა, რომ მეორე დღეს თავისი პატარა ცოცხალი არ დახვდებოდა.

image


ერთხელ, სახლში მოსული იამილი ჭურჭელს რეცხავდა, როცა თავის ხელებზე წამოცმულ რეზინის თათმანებზე თვალგაშტერებულს ბრწყინვალე იდეა მოუვიდა თავში.

მან აიღო ქსოვილის თათმანი, სელის თესლით გაავსო და საავადმყოფოში წაიღო.

იმ დროის განმავლობაში, სანამ ის თავის შვილთან იჯდა, თათმანი სხეულთან ახლოს ჰქონდა. ქსოვილმა მისი სურნელი მიიღო, სელის მარცვლები კი გათბნენ. სახლში წასვლის წინ ეს თათმანი იამილმა თავის პატარას დააფარა.

image

მეორე დღეს ექთნებმა ახარეს, რომ მის ვაჟს მთელი ღამით უშფოთველად ეძინა და არც სუნთქვის და არც გულისცემის პრობლემები არ ჰქონია. ამის შემდეგ ქალი ყოველდღე ტოვებდა თათმანს პატარასთან.

იამილს ექთნებმა სთხოვეს სხვა დედებისთვისაც დაემზადებინა ასეთი თათმანები, მანაც არ დაიზარა და თავისი ხელით შეკერა 100-ზე მეტი თათმანი.

დღენაკლული პატარები ხომ განსაკუთრებულ მზრუნველობას და სითბოს საჭიროებენ, მედდებს კი უბრალოდ დრო არ აქვთ, რომ ყოველ მათგანს საკმარისი დროით მიხედონ.

image

ახლა იამილს კომპანია აქვს, რომელიც სპეციალურ თათმანებს უშვებს პატარებისთვის. ასეთ თათმანებში პატარებს ისე უშფოთველად სძინავთ, როგორც დედის ხელებში.


0
227
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0