x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვინ იყო პაპი "ჯოანა" და რატომ მალავენ კათოლიკები მას?!

პაპი- კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური. რელიგიური ტრადიციის მიხედვით რომის პაპი ითვლება მოციქულ პეტრეს მემკვიდრედ, ქრისტეს წარმომადგენლად („ქრისტეს ვიკარად“) და ეკლესიის ხილულ წინამძღვრად. ამჟამინდელი პაპი ფრანცისკე არის პეტრე მოციქულის 266-ე მემკვიდრე. კარდინალთაგან რომის პაპს კონკლავი ირჩევს მთელი სიცოცხლის ვადით, 1523 წლიდან (კლიმენტ VII) 1978 წლამდე (იოანე-პავლე II) რომის პაპად პრაქტიკულად მხოლოდ იტალიელებს ირჩევდნენ. იტალიელთა გარდა მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდნენ ფრანგი (19-ჯერ), ბერძენი (15-ჯერ), სირიელი (7-ჯერ), ესპანელი (7-ჯერ), გერმანელი (6-ჯერ), ეგვიპტელი (ალექსანდრიიდან, 2-ჯერ), ინგლისელი, პოლონელი, პორტუგალიელი და ჰოლანდიელი პაპები. რომის პაპის ხელისუფლება შეუზღუდავია, მისი საეკლესიო პრიმატი ემყარება ვატიკანის I საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას, ხოლო ეკლესიის მმართველობაში ნომინალურად მონაწილეობს ვატიკანის II საეკლესიო კრების (1962-1965) დადგენილების შესაბამისად . 1965 წელს შექმნილ ეპისკოპოსთა სინოდს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება აქვს. რომის პაპი იწვევს მსოფლიო საეკლესიო კრებებს, ამტკიცებს მათ დადგენილებებს, ანიჭებს კარდინალის წოდებას; ამტკიცებს ეპისკოპოსებს, მას ექვემდებარებიან მონაზვნური ორდენების გენერლები.


ვატიკანის ოფიციალური ჩანაწერების მიხედვით, 260 -ზე მეტი კათოლიკე პაპიდან ყველა მამაკაცი იყო. მაგრამ შუა საუკუნეების ლეგენდის მიხედვით, ქალი მღვდელმთავარი შესაძლოა მეცხრე საუკუნეში მცირე დროით არსებულიყო. გადმოცემის მიხედვით პაპი ჯოანა იყო ქალი, რომელმაც თავი მამაკაცად გაასაღა და მიიღო მაღალი რელიგიური განათლება. 855 წელს იგი აირჩიეს პაპად და გახდა პაპა იოანე VIII.


image

ჯოანა იყო ინგლისელი გოგონა, რომელიც რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა. იგი იყო ნაშვილები. ჯოანა იყო ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი გოგონა, როდესაც გახდა 12 წლის, მიხვდა რომ იყო გოგონა - ნიშნავს დიდ უარყოფითობას და გადაწყვიტა ბიჭური ტანსაცმელების ჩაცმა, მან დროთა განმავლობაში საქციელებიც შეიცვალა და გახდა მთლიანად ბიჭური. მომდევნო წლებში ჯოანა შეუერთდა მისიონერებს და გემგზავრა ათენში, სადაც რელიგიური გამოცდილება და განათლება უმაღლეს დონეზე აიმაღლა. ათენში წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან ათენელებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ დიდი წვერი, თუმცა რომში გაპარსულ წვერიანი პაპი იყო საჭიროებაში, ამიტომ მან რომში გამგზავრება გადაწყვიტა. ჯაოანამ რომაელებს თავი გააცნო როგორც- ჯონ ანგლიცუსი. მან მალევე მოახერხა ბევრი მომხრის მოგროვება, რამოდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც გარდაიცვალა პაპი IV ლეონი, ახალი პაპი ჯოანა გახდა.

image

2 წლის, 5 თვის და 4 დღის განმავლობაში რომის პაპის პოზიციას პაპა - "ჯოანა" - იკავებდა. ჯოანა ვატიკანისთვის დიდ სირცხვილს წარმოადგენდა, რადგან ქალბატონი პაპი ვერასოდეს გახდებოდა, თუმცა ჯოანამ მოახერხა სასულიერო საზოგადოების გაცრუება და ვატიკანის ისტორია შეურაცხჰყო. ისტორიის განმავლობაში ვატიკანი ცდილობდა ჯოანას ისტორიის წაშლას, თუმცა უშედეგოდ, რადგან მემატიანეებს ყოველთვის ახსოვდათ ის და გადადიოდა თაობიდან თაობაზე.

image

მას შემდეგ, 1200 წლის განმავლობაში პაპს, წოდების მიღებამდე მკაცრი შემოწმებების გავლა უწევდა. შუა საუკუნებიის პერიოდში ამოწმებდნენ ქალი იყო თუ კაცი მომავალი პაპი.





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ემიგრანტის შვილის ემოციური პოსტი, რომელსაც მთელი საქართველო კითხულობს!

2. პირანიები - 13 საინტერესო ფაქტი, მკვლელი პირანიების შესახებ!

3. NASA -მ სივრციდან დედამიწას უახლესი, შთამბეჭდავი ფოტოები გამოუგზავნა

4. ლიდს იუნაიტედს ახალი მფლობელი ჰყავს!

5. ადამიანი პარალელურ სამყაროდან!

6. თუთა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

7. "დედა გთხოვ მაპატიე" - მანჩესტერის ტერაქტამდე რამოდენიმე საათის წინ!

1
1409
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1409
  
2019, 12 ივლისი, 11:04
ორსულად იყო მუცელი ატკივდა და იმით დაიწვა თავი, გადაარქვეს სახელი და იოანე VIII-ს მაგივრად დაერქვა იოანა, შემდეგ პაპს დაარქვეს იოანე VIII და კდიევ ამის შემდეგ პაპობის კანდიდატს სპეციალურ სკამზე სვამდნენ, სადაც ქვემოთ გენიტალიები ჩანდა. შეხედავდავდნენ ქვემოდან და ყვიროდნენ: არის ტესტიკულები არის!
0 1 1