x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წითელი სითხე სინამდვილეში სულაც არაა სისხლი და კიდევ 3 ფაქტი,რაც ხორცზე უნდა იცოდეთ
image

გარეცხვით ბაქტერიებს ვერ გაანადგურებთ

image

ითვლება, რომ ხორცი კარგად უნდა გარეცხოთ, რათა ბაქტერიები მოაშოროთ. სინამდვილეში, წყლის ყველაზე მძლავრ ნაკადსაც კი არ ძალუძს ხორცის ზედაპირზე ბაქტერიების მოსპობა, აი, მათი “გაფრქვევის" და სხვადასხვა ზედაპირის დაბინძურების შანსი კი იზრდება. კერძის მომზადებისთვის საჭირო მაღალ ტემპერატურაზე კი ბაქტერიები იხოცებიან.



ხორციდან გამოსული წითელი სითხე სისხლი არაა

image

ფერის მიუხედავად, ამ სითხის ძირითადი შემადგენლობა-წყალია, ფერს კი ცილა მიოგლობინი აძლევს.


ახლადდაკლული ხორცი საუკეთესო არაა

image

ითვლება, რომ იმ საქონლის ხორცი, რომელიც ეს-ესაა დაკლეს-საუკეთესოა მომზადებისთვის, მაგრამ ასეთი ხორცი რეზინივითაა და უხეშია, დაკვლიდან 4 საათი მაინც უნდა გავიდეს, რომ კუნთოვანი ბოჭკოები მოდუნდეს და ხორცი დარბილდეს.


ხბოს ხორცი უფრო სასარგებლო არაა

image

ხბოს ხორცი სასარგებლოდ ითვლება და დიეტოლოგებიც ურჩევენ, მაგრამ სინამდვილეში ქოლესტერინის შემცველობა მასში უფრო მეტია. გემოთიც დიდად ვერ დაიკვეხნის.



2
798
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
798
  
2017, 29 მაისი, 15:55
არა,ჩემო კარგო,მე შენზე 3 დღით ადრე გამოვაქვეყნე
2017, 29 მაისი, 14:21
უკაცრავად მაგრამ ეს ჩემი სტატია ხომ არაა?
0 1 2