x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ დგანან ფლამინგოები ცალ ფეხზე? - საიდუმლო ამოხსნილია!
რატომ არიან ფლამინგოები სხვა ფრინველებისგან განსხვავებულნი? - რათქმაუნდა ძალიან ბევრი თვისებით, თუმცა ყოველთვის გამოკვეთილად ფიგურირებდა მათი დგომის სტილი და აქედან გამომდინარე, ყველას ებადებოდა კითხვა - თუ რატომ დგანან ფლამინგოები ცალ ფეხზე?!


image


ამერიკელ მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის თანახმადაც კითხვაზე მარტივი დასკვნითი პასუხი გამოიტანეს. მეცნიერების მტკიცებით, ცალ ფეხზე დგომით ფლამინგოები უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ.


BBC -სთან ინტერვიუს დროს, პროფესორი იონგ ლიუ ჩენი: "როდესაც ამ ფრინველს დააკვირდებით, მიხვდებით რომ დგას მხოლოდ ცალი ფეხით, ხოლო მეორე ფეხს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კანქვეშ ინახავს. ეს არის ამ ფრინველის ფეხზე დგომის მექანიზმი."



image



ფლამინგოები ფრინველთა ქვერიგი ლაკლაკისნაირთა რიგისა არიან. მათი სიგრძე 90—120 სმ, მასა 2.5—4, 5 კგ აღწევს. გავრცელებული არიან სამხრეთ–დასავლეთ ევროპაში, სამხრეთ–დასავლეთ აზიაში, აფრიკასა და ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. აქვთ მასიური ნისკარტი, რომლის კიდეებზე რქოვანი ფირფიტებია საკვების მოპოვების დროს წყლის გასაწურად, გრძელი კისერი და ფეხები. ფერად თეთრთია, მოვარდისფრო, ფრთებზე თითქმის მოწითალო იერით, მომქნევი ბუმბული შავია. ქვერიგში 1 ოჯახის 6 სახეობაა. კასპიის ზღვის ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროზე და ცენტრალურ ყაზახეთის მლაშე ტბებზე გავრცელებულია ჩვეულებრივი ფლამინგო (phoenicopterus roseus). ბუდობს კოლონიურად, ბუდეს იკეთებს დაჭაოებებულ მლაშობებზე. დებს 1—2 (არაუმეტეს 3) კვერცხს.

imageimageimageimageimage





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. NASA -მ სივრციდან დედამიწას უახლესი, შთამბეჭდავი ფოტოები გამოუგზავნა

2. ლიდს იუნაიტედს ახალი მფლობელი ჰყავს!

3. ინდონეზიაში ჰომოსექსუალურ წყვილს გაამათრახებენ!!!

4. აუტიზმით დაავადებული ბავშვი და პოლიციელი - ფოტო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო!

5. კივანჩ თათლითუგი - 17 საინტერესო ფაქტი თუქრი სუპერვარსკვლავის შესახებ!

6. აკვები პროდუქტები, რომელიც მაისში აუცილებლად უნდა მივირთვათ!

7. რა ხდება სიკვდილის შემდეგ?!





0
933
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
933
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0