x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეცნიერებმა სავარაუდოდ ნოეს კიდობანი აღმოაჩინეს

image

წინასწარი ვარაუდით კიდობანი სქელი თოვლის საფარის ქვეშ მდებარეობს თურქეთში, არარატის მთაზე ზღვის დონიდან 400 მეტრის სიმაღლეზე.


მკვლევართა ჯგუფი Noah's Ark Ministries International (NAMI) 99% ალბათობით ამტკიცებს, რომ ნოეს კიდობანი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Daily Express იტყობინება.


კიდობანი თოვლისა და ვულკანური წარმოშობის ქანების ქვეშ არის მოქცეული დაახლოებით ზღვის დონიდან 400 მ. სიმაღლეზე.ხოლო აღმოჩენილი ნივთის ასაკი დაახლოებით 4 800 წელია.



მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, მან ფეი იუენის განცხადებით, ჯერჯერობით არ შეგვიძლია 100% ვამტკიცოთ, რომ აღმოჩენილი ხის ნამსხვრევები ნოეს კიდობანია, თუმცა ალბათობა 99%-ია.მკვლევართა ჯგუფი ამჟამად დამატებით დაფინასნებას ელოდება, რომ არარატის მთაზე სრულყოფილი არქეოლოგიური ექსპედიცია განახორციელოს.


ბიბლიის თანახმად, ნოემ კიდობანი ღმერთის მითითებით ააგო წარღვნის დროს, იმისთვის, რომ ნოეს ჯალაბობა, ცხოველები და თესლები გადაერჩინა.


image

0
616
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
616
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0