x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რას გვპირდება წიგნის ფესტივალი წელს და რას გვთავაზობს გამომცემლობა პალიტრა L?

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეცხრამეტედ გაიმართება... ჩატარების თარიღიც ცნობილია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით ესტუმრონ ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას. წიგნის მოყვარულებს პირდებიან, რომ ამ წელს ფესტივალი განსხვავებული და მრავალფეროვანი იქნება.


ეს ფესტივალი 1997 წლიდან ხორციელდება და მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან

კულტურულ ღონისძიებათა რიცხვს, რომლის მიმართ ინტერესი და ჩართულობა ყოველწლიურად მატულობს.


ფესტივალის მიზანი, რომ მოხდეს წიგნის კითხვის პოპულარიზება, ახალი კონტაქტების დამყარება, ახალი კონტაქტების დამყარება, წიგნის ბაზრის რეგიონალიზაცია, ზოგადად


საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა მიღწეულია და მიმართულია უკეთესი შედეგების მისაღებად.


ფესტივალზე ყოველწლიურად წარმოდგენილია, როგორც ქართული ასევე უცხოური გამომცემლობები, საელჩოები, მუზეუმები, ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები. ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით სტუმრობენ მწერლები სხვადასხვა ქვეყნიდან.



image




ასეთ ნათელ ფერებში იქნება წარმოდგენილი პალიტრა L-ის სტენდი, რომელიც 1500-ზე

მეტ წიგნს შესთავაზებს წიგნის მოყვარულებს.


3 შოურუმი წლის ყველაზე აქტუალურ პროექტებს დაეთმობა.


image



image



წითელ ზონაში იქნება მინი ბიბლიოთეკა, სადაც შეგეძლებათ გემრიელად მოკალათდეთ და იკითხოთ. ვარდისფერ ზონაში საბავშვო კუთხე იქნება მოწყობილი და მათ განწყობაზე იზრუნებენ სხვადასხვა ზღაპრის კოსტუმირებული მსახიობები, გაერთობიან 4D გასაფერადებლებით... რაც შეეხება მესამე ლურჯ ზონას დაგხვდებათ "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" და სიურპრიზი !


სიურპრიზი კი სწორედ ეს საინტერესო ენციკლოპედიაა მათთვის ვინც 12:00-დან 15:00- მდე გადაიღებს ოჯახურ ფოტოს.


რასაკვირველია, ამის გარდა იქნება სხვა საინტერესო შეთავაზებები და სიურპრიზები...


image



ფაქტობრივად, ფესტივალის მთავარი ნაწილი წიგნის ბაზრობაა, სადაც ხდება სხვადასხვა სახის აქტივობები: გამომცემელთა მიერ სხვადასხვა წიგნებისა და ავტორების წარდგინებები, საჯარო კითხვა, შეხვედრა-დისკუსია მწერლებთან, ლიტერატურული დაჯილდოება, პროფესიული სემინარები და კონფერენციები.


ფესტივალით შესაძლოა დაინტერესდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, ბავშვები, რომლებისთვისაც გარკვეული აქტივობები იგეგემება, მათ შორის პალიტრას პროგრამა, მოსწავლეებისთვის შესაბამისი ბიბლიოთეკა... სტუდენტებისთვის კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული აქტივობაა და ღირს ამ დღეებისთვის ნებისმიერი საქმის გადადება...


შეგახსენებთ, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი რომელიც ყოველ წელს მაისის ბოლოს იმართება წელს საინტერესო სიახლეებს გვპირდება 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით. ამ ფესტივალზე 3-4 დღის განმავლობაში 50 000-ზე მეტი სტუმარი დაფიქსირებულა... ვნახოთ რა იქნება წელს...





0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0