x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ეს ნამდვილი სენსაციაა! - "დაკავებულ მტრედს" 178 აბი ნარკოტიკი გადაჰქონდა ზურგჩანთით


imageარ არსებობს! რამდენი სენსაციის მოფიქრება შეუძლია ადამიანის გონებას. სხვათა შორის ადამიანი სხვა დანარჩენისგან სწორედ გონიერებით, სიბრძნით და სამყაროში არსებული ყველა დადებითი თვისებითაა შემკული, მთავარია ვინ, სად და როგორ გამოიყენებს ამ დიდ ბუნებას?

გუშინ კუვეიტის საზღვარზე მტრედი დააკავეს რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ეგრეთ წოდებული ექსტაზი გადაჰქონდა საზღვარზე. პოლიცია შოკში ჩააგდო მომხდარმა, როდესაც ზურგჩანთაში.ჭრელი ნაჭრისგან ( მტრედის ფერებში ) ხელით შეკერილო ზურგჩანთაში, რომელიც ეგრეთ წოდებულ " კრიმინალ მტრედს" ეკეთა, 178 აბი ნარკოტიკული ნივთიერება - სავარაუდოდ ექსტაზი აღმოაჩინეს.imageროგორც არაბული მედია და ინტერნეტ გამოცემა "Al Arabiya News" აუწყებს საზოგადოებას, კუვეიტელმა სამართალდამცავებმა მფრინავი მტრედი თავიანთ ოფისთან დაიჭირეს, რომელი ოფისიც ერთ - ერთი პოლიციის განყოფილების საზღვართან მდებარეობს.მათი განცხადებით, მტრედი განყოფილებასთან თავად მიფრინდა.

ხელნაკეთ ჩანთაში, რომელიც სავარაუდოდ ნარკოდილერებს სპეციალურად მტრედის ფერებში შეეკერათ, რათა ეჭვი არავის გაჩენოდა, პოლიციამ აღმოაჩინა ნივთიერება, რომელიც ამჟამად ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

ადგილობრივი სამართალდამცავების განმარტებით, " დაკავებულ, კრიმინალ მტრედს" ნარკოტიკები ერაყის ტერიტორიიდან გადაჰქონდა. სწორედ ის ქვეყანაა ერაყი, საიდანაც ვრცელდება ნარკოტიკი მეზობელ არაბულ ქვეყნებში.არა მარტო კუვეიტის, არამედ რიგი სხვა არაბული ქვეყნების კანონმდებლობით ნარკოტიკების შეტანა ქვეყანაში სიკვდილით ისჯება. მოცემულ შემთხვევაში კი დროებით დაკავებული მტრედი არ დაუსჯიათ და ის ახლა თავისუფლად დაფრინავს - ვკითხულობთ "alarabiya.net" არაბულ გამოცემაში.image



1
246
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
246
  
2017, 24 მაისი, 14:31
საღოლ მტრედი
0 1 1