x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ცოტნე გამსახურდია:"გინდ დაიჯერეთ გინდ არა"-ზარი საიქიოდან?

image

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, სადაც იმ ანომალიურ და აუხსნელ მოვლენაზე საუბრობს რაც თავზე გადახდა:


საოცარი ამბავი მოხდა ახლა. ვფიქრობ, დავწერო თუ არა... არც ის მინდა, ცრურწმენებისა და სიბნელის გამრავლებას შევუწყო უნებურად ხელი, და არც მე ვარ მოარული რელიგიური წარმოდგენების მრწმენი და გამზიარებელი, როგორც იცით. უფრო სწორედ, არ ვარ რელიგიური ამ სიტყვის გავრცელებული, კონვენციური გაგებით...
ამ რამოდენიმე წუთის წინ მოხდა. ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ... სიტყვასიტყვით, მშრალად გიყვებით:
მამაჩემისა და მერაბ კოსტავას მეგობარი და თანამდგომი იყო, 80 წელს მიღწეული მათი სკოლელი და თანატოლი, მუსიკათმცოდნე, კრიტიკოსი იუნონა აფაქიძე. მარტოხელა ქალი იყო, გაუთხოვარი, საკუთარი ოჯახი არ დარჩენია. წელიწადში რამოდენიმეჯერ - ბაბუას, მამიდას, მამის გარდაცვალებისა და დაბადების დღეებს არ გააცდენდა, რომ ყვავილები არ მოეტანა. ცოტა მძიმე ხასიათიც ჰქონდა... ამ რამოდენიმე დღის წინ გარდაცვლილა, დღეს იყო დასაფლავება და მე უსინდისოს სულ ამომივარდა თავიდან :( ხომ უნდა მივსულიყავი...


წეღან ტელეფონი შევაერთე დასატენად და უცებ რაღაც ავტომატური ტექსტის ხმა გავიგე. მივედი აპარატთან და ვხედავ: ჩემი ტელეფონი თავისით რეკავს - voice call Iunona Apaqidze...
გინდ დაიჯერეთ, გინდა არა. უბრალოდ გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, უბრალოდ მოიხსენიეთ თქვენს გონებაში, რომ მშვიდად განისვენოს ტრაგიკულმა, ერთგულმა მეგობარმა იუნონამ, და მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა...



image

0
980
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
980
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0