x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მანჩესტერში პოპ ფესტივალზე ტერაქტის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა(ვიდეო)
imageპოლიციის ინფორმაციით წუხელ მანჩესტერ არენაზე აფეთქების შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი, 50-მდე კი დაშავდა. მედიის ინფორმაციით, ინციდენტი შეფასდა ტერორისტულ აქტად.

image

წუხელ დაახლოებით 22:35 წუთზე პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ პანიკაში ჩავარდნილი მაყურებლები სტოვებდნენ საკონცერტო დარბაზს მას შემდეგ, რაც მათ აფეთქების ხმა გაიგეს, როგორც ცნობილი გახდა აფეთქება მანჩესტერ არენას ფოიეში მოხდა.

image


ამ დროს სცენაზე ამერიკელი პოპ-მომღერალი არიანა გრანდე გამოდიოდა.თვითონ მომღერალი არ დაშავებულა.

image

ერთ-ერთი მოწმის განცხადებით აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც პოპ-მომღერალმა გამოსვლა დაასრულა და მაყურებლები გასასვლელისკენ მიემართდებოდნენ.წუხელ მთელი ღამე ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურები.

image

პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. ადგილზე გამოიძახეს გამნაღმველებიც.


აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, ისიც უცნობია თუ რომელმა ტერორისტული ორგანიზაცია დგას ტრაგედიის უკან.მიმდინარეობს გამოძიება.



0
94
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0