x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 სუნი, რომლებისაც კოღოებს ეშინიათ
imageროგორც იქნა დგება არდადეგები, მთაში თუ ზღვაზე გამგზავრების ხანა. დატვირთული წლის მერი ყველა ცდილობს სრულფასოვნად დაისვენოს. წავიდეს ზღვაზე ან უბრალოდ მეგობრებთან ერთად ბუნებაში გავიდეს. ყველაფერი კარგად იქნებოდა რომ არა უამრავი მწერი, რომლებიც დასვენებას გვიშხამავს. დასვენების მერე კიგვრჩება მრავლობითი ნაკბენი და შეწითლებები. განსაკუთრებით უსიამოვნოა კოღოების შემოსევა. ისინი სახლში სტუმრობაზეც არ ამბობენ უარს და ხშირად მწერებისგან დამცავი ბადეებიც არ გვშველის. მაგრამ არსებობს გარკვეული სურნელები, რომლებიც მათ არ მოსწონთ და ერიდებიან. image


სუნი, რომელიც კოღოს აშინებს:


1. ასი გრამი ქაფურის სპირტი ან ვალერიანი ავაორთქლოთ გაზქურაზე ან რამე ცხელ ზედაპიზე. ის ბუზებსაც მოგვაშორებს და კოღოებსაც, თუნდაც ოთახის ფართობი დიდი იყოს.

2. ალუბლის წვრილი ტოტები და ფოთლები წვრილად დავჭრათ და დავლაგოთ ოთახში. შველის დიდი ფართობის დროსაც.


3. ერთმანეთში ავურიოთ მიხაკის, ანისულის და ევკალიპტის ზეთი თანაბარი რაოდენობით. ამ ნარევის რამდენიმე წვეთი(5-10) გავხსნათ ჭიქა წყალში და წავისვათ სხეულზე. დარჩენილი ნაწილი დავდგათ ცეცხლთან ახლოს-ან ბუხართან, ან გაზქურასთან, ან ტაფას წავუსვათ ძირზე. ასევე მასში დავასველოთ ბამბა და დავდოთ ფანჯრის რაფაზე.

4. პამიდორის ბუჩქის ნედლი ფოთლები დავჭრათ და დავალაგოთ ოთახში.

5. თუ კოცონთან გაქვთ გადაწყვეტილი საღამოს გატარება, მაშინ ცეცხლში ღვიის ფოთლებიანი წვრილი ტოტები ჩაყარეთ.

6. კედარის ზეთი კი აშინებს არა მარტო კოღოებს, არამედ ბუზებსა და ტარაკანებსაც.

7. არც ერთი კოღო არ მიეკარება თქვენს სახეს თუ მას აბზინდას ფესვების ნახარშით დაიბანთ. (ერთ მუჭა აბზინდას დაჭრილ ფესვებს დავასხათ 1, 5 ლიტრი წყალი და ვხარშოთ 20-30 წუთი).

8. თუ თქვენ გაგითავდათ სითხე კოღოს ელექტროსაკლავში, ნუგაიქცევით მაღაზიაში, შეავსეთ ის ევკალიპტის 100%-იანი წვენით. გჯეროდეთ, კოღო სამუდამოდ დაივიწყებს თქვენი სახლის გზას.image



სასწაულმოქმედი და იაფი მალამო E ვიტამინით - დარჩით მუდამ ახალგაზრდა!


ის ცოცხალ ბავშვებს კუბოში აწვენდა, ნაგავში ყრიდა და ნობელის პრემიაზე წარადგინეს(+ ვიდეო)


ყველაზე საშინელი სასკოლო ექსკურსიები (+ ვიდეო)


იმისათვის, რომ უნიტაზი მუდამ სუფთა იყოს და სუნიც კარგი ჰქონდეს...

0
28957
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
28957
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0