x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მინსკში წარმოადგინეს ახალი ჩინური რაკეტა ბელორუსის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "Полонез"–ისათვის

image ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე სამხედრო გამოფენაზე "MILEX-2017" ნაჩვენები იქნა ახალი რაკეტა ბელურუსის ზალპური ცეცხლის სისტემა "Полонез"–ისათვის, რაკეტის მოქმედების სიშორე მკვეთრადაა გაზრდილი– იუწყება ბელორუსის გამომცემლობა "Комсомольской правды". სამხედრო ექსპერტების თქმით ესაა ჩინური წარმოების რაკეტა "М20".
როგორც რუსული ახალი ტექნოლოგიებისა და სტრატეგიის ანალიზის ცენტრის (ЦАСТ) ექსპერტები აღნიშნავენ ახალი ბელორუსის წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "Полонез"–ი წარმოადგენს ჩინურ უნივერსალურ სარაკეტო კომპლექს "GATTS" (General Army Tactical Strike System) საექსპორტო ვარიანტის ლოკალიზაციას. აღნიშნულ კომპექსს შეუძლია გამოიყენოს რამდენიმე სახის რაკატები–"А100, А200, А300" და "М20", ასევე ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა "CX-1" (რუსების აზრით ეს უკანასკნელი რაკეტა რუსულ «Оникс»/«Яхонт»–ძალიან ჰგავს). გამოფენაზე წარმოდგენილი ჩინური რაკეტის წარმოება დაიწყო ბელორუსის ქარხანა «Завод точной электромеханики»–ში.
რაკეტა "М20" (ჩინური დასახელებით — DF-12) მიეკუთვნება ოპერატიულ–ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტების კლასს, გამოყოფის უნარის მქონე საბრძოლო ქობინით და მოქმედების სიშორით 280 კილომეტრამდე. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რაკეტის ფრენის ეს მანძილი სარაკეტო ტექნოლოგიების მაკონტროლებელი ორგანიზაციის შეზღუდვის გამო იქნა ამ მანძილზე შერჩეული, რადგან აღნიშნული ორგანიზაციის ხელშეკრულებაში შემავალ ქვეყნებს ეკრძალებათ ექსპორტზე გაიტანონ რაკეტები, რომელთა მოქმედების მანძილი აღემატება 300 კილომეტრს. აღნიშნული რაკეტის მიზნიდან გადაცდენა სპეციალისტების აზრით და შეფასებით არ აღემატება 30 მეტრს, ხოლო საბრძოლო ქობინი შეიცავს 500 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტ სიმძლავრეზე ოდნავ მეტს, რაც დამეთანხმებით არცთუ ცოტაა.
რუსი და უცხოელი ექსპერტების შეფასებით "GATTS"–ი რაკეტებით "М20" წარმოადგენს ფუნქციონალურ ანალოგს და ასევე კონკურენტს რუსული "Искандер"–ის და ამერიკული "ATACMS"–ის.
ესეც ბელორუსის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "Полонез"–ი.

image

0
246
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0