x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
რატომ გვიმაგრდება ნანემსრები და როგორ ვუმკურნალოთ მათ
image


ნანემსარის გამაგრება შეიძლება გამოიწვიოს:

1.არასწორად შერჩეულმა ადგილმა.
2.სწრაფად შეყვანილმა წამალმა, რომელიც ერთ ადგილზე გროვდება.
3.დაჭიმულმა კუნთმა-არასდროს გაიკეთოთ ნემსი ფეხზე მდგომარემ, ამ დროს კუნთი დაჭიმულია და გამაგრების შანსიც დიდია.
4.ალერგია პრეპარატზე-ასეთ შემთხვევაში ნანემსარი წითლდება და გვექავება, ამიტომ ნუ გაიკეთებთ ნემსს სინჯის გარეშე.
5.ნემსის სიგრძე-ზოგი ადამიანი მიიჩნევს, რომ წამალი გაიკეთოს წვრილი და მოკლე ნემსით, ეს არის შეცდომა, რადგან წამალი ვერ აღწევს კუნთამდე და კანქვეშ წარმოიქმ-

ნება მტკივნეული სიმაგრე.
6.წამლის შემადგენლობა-სქელი და ზეთოვანი მასა ძნელად და ხანგრძლივად გაიწოვე-

ბა.
7.ანტისეპტიკური დამუშავების წესების დარღვევა-უნდა მოხდეს იმ ადგილის დამუშა-


ვება სპირტიანი ბამბით, სადაც ვაკეთებთ ნემსს და ასევე გაკეთების შემდეგაც.

8.დაზიანებული სისხლძარღვების შემთხვევაშიც შეიძლება წარმოიქმნას სისხლჩაქცევა

და შეწითლება. სიმაგრე და შესიება გაიწოვება 12-14 დღის განმავლობაში, ხანდახან თვეები და წლებიც შეიძლება გაგრძელდეს. ამასთან დიდია რისკი, რომ დაგვიჩირქდეს
კიდეც, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, თუ სიმაგრე ძალიან მტკივნეულია, შეწითლებუ-

ლია, შესიებულია, გაცხელებულია, გვიფეთქავს, მომატებულია მთლიანი სხეულის ტემ-

პერატურა და მდგომარეობა გაუარესებულია.


ამ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ ქირურგს, რომელიც დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს ან გაგიჭრით პატარა ადგილზე, რათა მოგაშოროთ ჩირქგროვა.გამაგრე-

ბული ნანემსრის მედიკამენტებით მკურნალობა:

1.მაზების გამოყენება მაგ:ლეომეკოლი, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას დაზიანებულ ადგილზე, უნდა წაისვათ დღეში რამდენჯერმე და მხოლოდ დაზიანებულ ადგილზე.
2.იოდის ბადე-გაიკეთეთ დღეში რამდენჯერმე და მალევე იგრძნობთ შვებას.
3.სპირტის კომპრესი-განაზავეთ სპირტი წყალზე 1:1, დაასველეთ ნაჭერი შემთბარ ნა-

ზავში და დაიდეთ გამაგრებულ ადგილზე, ზემოდან აუცილებლად დაიფინეთ ცელოფა-

ნი. გაიმეორეთ ეს პროცედურა 2 საათში ერთხელ.
4.მაგნეზიის კომპრესი-იყიდეთ აფთიაქში მაგნეზიის ამპულები, გათვალეთ 1 ამპულა 1 პროცედურაზე. დაასველეთ მასში ბამბა და დაიდეთ ნანემსარზე, ზემოდან დაიფინეთ ცელოფანი, გაიმეორეთ პროცედურა 1-1, 5 საათში 2-3 დღის განმავლობაში.
5.პროპოლისის ნაყენის კომპრესი-იყიდება ნებისმიერ აფთიაქში, წაისვით ნანემსარზე ვაზელინი, დაიდეთ პროპოლისის ნაყენში დასველებული ბამბა და დაიფინეთ ზემოდან ცელოფანი, შეცვალეთ ყოველ 2 საათში ერთხელ.

ხალხური საშუალებებით მკურნალობა:

1.სოდიანი კომპრესი-გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში 1 სუფრის კოვზი სოდა, დაასვე-

ლეთ მასში ბამბა და დაიდეთ გამაგრებულ ნანემსარზე, ზემოდან დაიფინეთ ცელოფანი გაიჩერეთ, სანამ არ გაშრება, შემდეგ გამოცვალეთ.
2.კომბოსტოს ფოთლები-აიღეთ კომბოსტოს ფოთოლი, ხელში ცოტა მოსრისეთ, რომ წვენი გამოუვიდეს და დაიდეთ გამაგრებულ ადგილზე, ზემოდან დაიფინეთ ცელოფანი, გააჩერეთ სანამ არ შეშრება.
3.ალოე-საუკეთესო საშუალებაა სიმაგრის მოსაშორებლად. ალოეს ფოთოლი გააჩერეთ მაცივარში ერთი დღე-ღამის განმავლობაში, გამოიღეთ და გაჭერით შუაზე, დაიდეთ გამაგრებულ ადგილზე შიგნითა მხრიდან და გადაიკარით პლასტირი, გამოცვალეთ 3-4

ჯერ დღეში.

4.თაფლის კომპრესი-აიღეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი და 1 კვერცხის გული, კარგად აზილეთ და დაიდეთ მტკივან ადგილზე, ზემოდან დაიფინეთ ცელოფანი. გაითვალისწინეთ, თაფლი უკუნაჩვენებია ალერგიულ ადამიანებზე.
5.ხახვისა და სარეცხი საპნის კომპრესი-შეწვით ხახვი ღუმელში და შეურიეთ სარეცხის საპონში 2:1, დაიდეთ ეს მასა გამაგრებულ ნანემსარზე და ზემოდან დაიფინეთ ცელო-

ფანი 1 დღე-ღამის განმავლობაში.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საშუალება დაგეხმარებათ გამაგრებული და დაჩირქებული ნანემსრის მკურნალობისას, მაგრამ უკეთესი იქნება თუ საქმეს აქამდე არ მიიყვანთ, არ იავადმყოფებთ არ გაიკეთებთ ნემსებს და არც გამოცდით, როგორი მტკივნეულია გამა-

გრებული და დაჩირქებული ნანემსარი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
3340
4-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
3340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0