x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საინტერესოა ვიცოდეთ! - " მარწყვი კიბოს წინააღმდეგ"
imageცნობილი ფაქტია, რომ ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ ანთებებს, ზღუდავენ ოქსიდაციურ სტრესს და ამცირებენ ქოლესტერინის დონეს. სასიამოვნოა, როცა ამ ღირებულების ხილი იაფია, მაგრამ მარწყვი ნამდვილად არაა იაფი ხილი. სასურველია, მისი მირთმევა დღეში 500 გრამის ოდენობით.

ურბინსკის უნივერსიტეტის პროფესორმა სტეფანო ამორეტორიმ და მისმა კოლეგა პროფესორმა ჩარლზმა კვლევის შედეგად ამ ყველასათვის საყვარელ ხილში იპოვეს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება. აღმოჩნდა, რომ მარწყვის ექსტრაქტი კიბოს უჯრედების გათიშვას აფერხებს. მკვლევარები ექსპერიმენტს ატარებდნენ ძირითადად განსაკუთრებით აგრესიული ტიპის ძუძუს კიბოზე.როგორც დადგინდა, სიმსივნურ უჯრედების ორგანიზმში მოძლიერებას ხილის ამ ჯიშის ექსტრაქტით გაანეიტრალებენ სხვადასხვა კონცენტრაციით წელიწადის ამ დროს - ანუ გაზაფხულზე - წერს წყარო.image

მარწყვის ექსტრაქტით ზემოქმედება თავდაპირველად უარყოფითად იწყება გენეტიკური აქტივობის ცვლილებებიდან გამომდინარე. თორმეტ გენიში მოქმედებს მარწყვის ექსტრაქტი, რომელიც გავლენას ახდენს უჯრედების მიგრაციისა და ზედაპირისა და ქსოვილის შეღწევის უნარზე. მოკლედ, მარწყვის ექსტრაქტი არა მარტო ანელებს სიმსივნური უჯრედების მომრავლებას ორგანიზმში, არამედ ხელს უშლის მეტასტაზების მომრავლებასაც.

ამავე მკვლევარებმა საზოგადოების დარწმუნების მიზნით გაიმეორეს ექსპერიმენტი მარწყვით თაგვებზე.როგორც წესი, თაგვებშიც ( როგორც სამეცნიერო ანგარიშების სტატიაშია ნათქვამი ) აღმოჩნდა, რომ ცხოველებს, რომლებსაც მიეწოდათ ეს საკვები, სიმსივნე შემცირდა - რადგანაც მარწყვში არსებულმა უჯრედებმა ძნელად შეჭამეს ქსოვილი.image


ცნობისათვის, მარწყვის ექსტრაქტი შეიცავს ბევრ ნივთიერებას, რომელსაც პოლიფენოლები ეწოდება და ცნობილია, რომ მათ ბევრი სასარგებლო თვისება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მარწყვი ერთ - ერთია იმ დაბინძურებულ ხილს შორის, რომელმაც კომერციული მიზნით ფართოდ მოხმარების სახე მიიღო და ამიტომაცაა, რომ სწრაფად დამწიფებისთვის მას უამრავი მავნე შხამქიმიკატებით წამლავენ. კვლევის დროს მასში გამოვლინდა 54 სახეობის პესტიციდი, რომელთაგან რამდენიმე სახეობა კანცეროგენული, რამდენიმე კი ჰორმონების მომშლელი და ნეიროტოქსინური მოქმედების აღმოჩნდა. ამიტომ მოგვიწოდებენ მივირთვათ კარგად გარეცხილი მხოლოდ ტყეში დაკრეფილი ან სახლში მოყვანილი მარწყვი.image

0
84
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0